პოტანიტი

KNO3 კალიუმის ნიტრატი   NPK 13-0-46

13% N + 13% N-NO3 + 46% K2O

ფასი

3 კგ - 28.5 ლარი

25 კგ - 195 ლარი

დანიშნულება:

წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთლიდან, ფერტიგაციით (წვეთოვანი მორწყვით) და ნიადაგში შეტანით. შესაძლებელია გამოყენება როგორც ნიადაგზე, ასევე ჰიდროპონიკაში.

უპირატესობები:

  • პოტანიტი წარმოადგენს კალიუმის და აზოტის ნიტრატული ფორმის მაღალკონცენტრირებულ წყალში ადვილად ხსნად კრისტალურ სასუქს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მცენარეს კალიუმით.
  • კალიუმი მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკვები ელემენტია. ის უზრუნველყოფს მცენარეებში შაქრების და სახამებლის დაგროვებას, ასევე მცენარის წყლის ბალანსის შენარჩუნებას და მის გადაადგილებას.
  • პოტანიტის გამოყენება აუცილებელია ნაყოფის დამსხვილების პროცესში, რადგან ვეგეტაციის ამ პერიოდში მცენარეს ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ კალიუმზე გააჩნია. ის უზრუნველყოფს ნაყოფის ზრდა-ფორმირებას და შაქრების დაგროvებას.
  • გამოიყენება მრავალ კულტურაში განვითარების ყველა სტადიაზე. განსაკუთრებით მიზანშეწონილია მარილიანობისადმი მაღალმგრძნობიარე კულტურებში. გამოყენება შეიძლება წყალში, რომელიც ხასიათდება კალციუმის მაღალი შემცველობით.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული, ბაღჩეული 100 - 200 კგ/ჰა
ვაზი 50 - 150 კგ/ჰა
კაკალი, ნუში, თხილი 120 - 220 კგ/ჰა
ხეხილი, ზეთისხილი 100 - 200 კგ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

ბოსტნეული კულტურები 4 - 6 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 ლ/ჰა
ჯერადობა 1 - 3

 

კაკალი, ნუში, თხილი 3 - 5 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 600 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

 

ხეხილი, ზეთისხილი, ციტრუსი 3 - 5 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 600 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

 

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე