ნიადაგის ანალიზი

 

ნიადაგის ანალიზი წარმოადგენს ნიადაგის აგროქიმიურ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ელემენტების რაოდენობას, ნიადაგის ნაყოფიერებისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ პარამატერებს.
ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების შემცველობისა და ამ ელემენტებზე მცენარის კულტურის მოთხოვნის ცოდნით, დადგენილს ქიმიური ანალიზის შედეგად, მარტივდება შესაბამისი კვების სქემის შემუშავება მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

ნიადაგის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:

  •  ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის ან მათი შეტანის აუცილებლობის დადგენა;
  •  დაგეგმილი მოსავლის მისაღებად საჭირო სასუქების რაოდენობის პროგნოზირება;
  •  უზრუნველყოს თითოეული კულტურისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  •  ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

 

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ნიადაგის ანალიზის საჭიროება:

  •  ინფორმაციის მიღება ნიადაგის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ;
  •  ნიადაგის ნაყოფიერების მართვა;
  •  მცენარეთა კვების ოპტიმალური სქემის შემუშავება;
  •  თავიდან აირიდებთ ნიადაგის არასწორ განოყიერებას და მცენარის დაზიანებას;
  •  თავიდან აიცილებთ ნიადაგის ეროზიას.

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

 

 

საკვლევ ტერიტორიაზე აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარებისთვის აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს ნიადაგის ნიმუშის სწორი აღება.

 

ნიმუშის აღების პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან მის სწორ ჩატარებაზეა დამოკიდებული ანალიზის შედეგების სიზუსტე, შესაბამისად:

  • საკვები ელემენტების ნორმების სწორი გაანგარიშება;
  • ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  • ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

 

Ground image

 

ნიმუში და შერეული ნიმუში

ნიადაგი თავისი შედგენილობის მიხედვით მცირე მანძილებზეც კი შეიძლება იყოს ძლიერ ცვალებადი. ამ ცვალებადობის გამო არასკმარისია ნიადაგის ნიმუშის აღება მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, არამედ სასურველია შევაგროვოთ ე.წ. შერეული ნიმუში.

შერეული ნიმუში წარმოადგენს ინდივიდუალური ნიმუშების ნარევს, შესაბამისი წესის მიხედვით აღებულს ფართობის სხვადასხვა ადგილმდებარეობიდან და კარგად შერეულს ერთმანეთში.

შერეული ნიმუშების აღების სიხშირე დამოკიდებულია:

  • ნიადაგის სიჭრელეზე;
  • ნაკვეთის რელიეფზე;
  • მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თვისებებზე.

 

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ნიადაგის ზონალური დაყოფა, სადაც თითოეული ზონა წარმოადგენს ფართობს, ნიადაგის ერთნაირი მახასიათებლებით.

რაც უფრო ცვალებადია ნიადაგი შედგენილობის მიხედვით, მით უფრო მცირე ზონებად ხდება მისი დაყოფა, ნაყოფიერების სწორი მონიტორინგის მიზნით.

Vector image

 

ნიადაგის ზონები შეიძლება გამოვყოთ:

  • ფერის;
  • სარეველების სპექტრის;
  • რელიეფის ფორმის მიხედვით.

 

 

ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე სავარგულიდან შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 15-20 ჰექტარი ფართობიდანაც.

ერწლიანი კულტურებისთვის შერეულ ნიმუშს ვიღებთ ორ სიღრმეზე: 0-20 და 20-40სმ.

მრავალწლიანი კულტურებისთვის : 0-30 და 30-60სმ სიღრმეზე.

 

Ground image 4

 

ნიმუშის აღების შესაბამისი დრო

ნიადაგის ნიმუშის აღება რეკომენდებულია გაზაფხულზე სასუქების შეტანამდე ან შემოდგომით მოსავლის აღების შემდეგ.

რეკომენდებულია: ნიადაგის ანალიზის ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ, რაც მოგვცემს ნიადაგის ნაყოფიერების ცვლილების შესახებ შესაბამის ინფორმაციას.

ინტენსიური მეურნეობის შემთხვევაში რეკომენდებულია, ნიადაგის ნიმუშის აღება ყოველწლიურად.

 

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

ნიადაგის ნიმუშის ასაღებად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:


img1

შერეული ნიმუშის ასაღებად პირველ რიგში ვიზუალურად ვაკვირდებით ნაკვეთს.

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია გამოვყოთ ნიადაგის ზონები:

  • ფერის;
  • სარეველების სპექტრის;
  • რელიეფის ფორმის მიხედვით.

ვყოფთ ნიადაგს ზონებად და შესაბამისი წესის მიხედვით ვიღებთ ნიადაგის ნიმუშებს.

       

  • თუ ნიადაგი ერთგვაროვანია: შერეული ნიმუშის ასაღებად ვყოფთ ნაკვეთს დიაგონალებით ოთხ ნაწილად და დიაგონალებზე ვიწყებთ ნიმუშის აღებას.


img2

ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ნიმუშის აღება ხდება 5 ან 9 ადგილიდან.

img3

ორმოს ამოღების წინ საჭიროა ადგილი გავათავისუფლოთ ბალახისა და მცენარეული საფარისგან.

img4

ამოვთხაროთ ორმო, რომლის სიგრძე-სიგანე იქნება 40X40 ხოლო სიღრმე იქნება 60სმ ნიადაგის ნიმუშის აღება შესაძლებელია ნიადაგის ბურღის საშუალებითაც.

img5

ამოჭრილ ორმოში სახაზავის საშუალებით გამოვყოთ სიღრმეები: ერთწლიანი კულტურებისთვის 0-20 და 20-40სმ; ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის 0-30 და 30-60სმ.

img6

ორმოს ძირში ჩავუფინოთ პოლიეთილენის პარკი და დანის ან ბარის საშუალებით ავიღოთ ნიმუშები შესაბამისი ფენებიდან.

img7

აღებული ნიმუშები მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში, სადაც მივუთითებთ ნიმუშის აღების სიღრმეს.

img8

ყველა ჭრილიდან ნიმუშის აღების შემდგომ, ერთი და იმავე სიღრმიდან აღებულ ფენებს ერთმანეთში კარგად ავურევთ.

img9

შერევის შემდგომ, ვიღებთ შერეული ნიმუშის 300-350 გრამს და ვათავსებთ ნიმუშის ასაღებ პაკეტში.

img10

შერეულ ნიმუშებს ვუკეთებთ ეტიკეტს, სადაც მივუთითებთ რაიონის, სოფლისა და ნაკვეთის სახელწოდებას. ნიმუშის ნომერს, მის სიღრმეს, აღების თარიღს, დამკვეთის სახელს, გვარს ან ორგანიზაციას, ე-ფოსტის მისამართს, პირად ნომერსა და საკონტაქტო ტელეფონს, კულტურის სახეობას.

 

ნიმუშის აღება არაა რეკომენდებული:

  • ნაკვეთის კიდეებში, სადაც გადაადგილდება მძიმე ტექნიკა;
  • ძლიერ ეროზირებულ ადგილებში;
  • გზებთან ახლოსმდებარე ტერიტორიებზე;
  • სასუქების შესანახ ადგილად გამოყენებულ ფართობზე.

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

 

კარტლისი გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს ესპანურ AGQ LABS ლაბორატორიაში.

ნიადაგის ანალიზი მოიცავს: ძირითადი საკვები ელემენტების, მიკროელემენტების განსაზღვრას, ნიადაგის მექანიკურ ანალიზს და სხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ნიადაგის სტანდარტულ და სრულ ანალიზს.

 

  • ნიადაგის სტანდარტული ანალიზი:
  • 395 ₾
  • ჯამური აზოტი N
  • შესათვისებელი ფოსფორი P
  • K, Na, Ca, Mg
  • აქტიური კირი CaCO3%
  • ხსნადი მარილები EC
  • ნიადაგის რეაქციის არე PH
  • ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში (%)
  • თიხის, ლამის და ქვიშის პროცენტული შემცველობა ნიადაგში (%)
  • ნიადაგის მექანიკური ანალიზი
  • ნახშირბად აზოტის თანაფარდობა C/N
  • ნიადაგის სრული ანალიზი:
  • 599 ₾
  • ჯამური აზოტი N
  • შესათვისებელი ფოსფორი P
  • K, Na, Ca, Mg,
  • S, Fe, Mn, Zn, Cu, B
  • აქტიური კირი CaCO3%
  • ხსნადი მარილები EC
  • ნიადაგის რეაქციის არე PH
  • ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში (%)
  • თიხის, ლამის და ქვიშის პროცენტული შემცველობა ნიადაგში (%)
  • ნიადაგის მექანიკური ანალიზი
  • ნახშირბად აზოტის თანაფარდობა C/N
  • კათიონების გაცვლითი ტევატობა CEC

10-ზე მეტი ნიადაგის ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში გთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას.

ფასდაკლებული ფასით ნიადაგის სტანდარტული ანალიზის ღირებულება შეადგენს 355ლ ხოლო სრული ანალიზის 539ლ.

გთავაზობთ სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც ადგილზე ჩამოვა და უზრუნველყოფს ნიადაგის ნიმუშებს სწორ აღებას წინასწარგანსაზღვრული მეთოდიკით. სერვისის ფასი 100ლ.

ნიადაგის ნიმუშების პაკეტების ასაღებად მიმართეთ ჩვენს სერვისცენტრებს.

 

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე