იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ, მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ ღონისძებები. ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:
სიპკამოლი
კარტლისი გთავაზობთ, აქტიურად გამოიყენოთ იტალიური წარმოების, მაღალი ხარისხით გამორჩეული ინსექტიციდი სიპკამოლი, რომლის მოქმედი მექანიზმის წყალობით გასანადგურებელი მავნებლების მოზამთრე სტადიები იფარება მინერალური ზეთის აპკით, რაც იწვევს მათი სასუნთქი გზების გადაკეტვას და შედეგად გაგუდვას!
ის არის მინერალური ზეთი, პარაფინზე დამზადებული, რომელიც შეწამვლისას გარსს ეკვრის მცენარეს და კლავს მოზამთრე ფაზის მავნებლებს.
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია სპილენძის შემცველი პრეპარატის გამოყენება, ასეთი პრეპარატია ჩემპიონი.
ჩემპიონი
სხვა სპილენძის ფუძეზე წარმოებულ ფუნგიციდებთან შედარებით, ხასიათდება სპილენძის მაღალი შემცველობით, ჰიდროქსიდი 77%-იანი 50 % მეტალური სპილენძის შემცველობით.
მოქმედი ნივთიერება: სპილენძის (II) ჰიდროქსიდი 77% (50% მეტალური სპილენძის ექვივალენტი)
წლების მანძილზე პრეპარატი შეუცვლელია სხვადასხვა კულტურებში. დაავადებების მიმართ .ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული სილაქავე, ბაქტერიული ნეკროზი ქეცი
პრეპარატის ხარჯვის ნორმა : ვაშლი 4-5 კგ. 1 ჰა-ზე
ატამი 7-8 კგ. 1 ჰა-ზე
პრეპარატის ფორმა: წყალში დისპენსირებადი გრანულები.
მწარმოებელი: Nufarm ავსტრია.