კარტლისი მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და სთავაზობს ფერმერებს მცენარის მოვლის სქემებს, რათა ფერმერული მეურნეობა საქართველოში იყოს უფრო რენტაბელური და წარმატებული.

დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე 2017 წელს შეიქმნა “კარტლის აკადემია“ , ეს გახლავთ პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით,მოთხოვნიდან გამომდინარე კი, წელს აკადემია თბილისშიც ჩატარდება!

  • ბოსტნეული კულტურები;
  • თხილი;
  • ციტრუსი;
  • კენკროვანი კულტურები;
  • ხეხილი;
  • ვენახი.

თითოეულ ჯგუფში ტარდება ოთხი ლექცია და ერთი პრაქტიკული მეცადინეობა. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მცენარის გამოკვება;
  • მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  • სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა;
  • მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა, ხარჯთაღრიცხვა, კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები;
  • პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც ფერმერებს საშუალება აქვთ ადგილზე მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება. (მავნებელ-დაავადების სიმპტომებისა და საკვები ელემენტების დეფიციტით გამოწვეული ნიშნების გარჩევა).

ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა, დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და გახადოთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული მოდით კარტლისის აკადემიაშია.

ლელა გვასალია,
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი
ტელ: 599 03 77 03

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე