კარტლისის აკადემიის საერთაშორისო სტატუსი

კარტლისის   აკადემიის ტრენინგებს დიდი  გამოხმაურება აქვს, იგი პირველი უპრეცედენტო  პროექტი გახლავთ და მიზნად  ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას  სოფლის მეურნეობის სფეროში. ფერმერები კარტლისის აკადემიაში სრულიად  უანგაროდ იღებენ ცოდნას,  ეუფლებიან  თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

სიამაყით  გვინდა გაცნობოთ, რომ მას  უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი  მიენიჭა და კომპანია ,,კარტლისს“ კიდევ ერთი  ძლიერი პარტნიორი შეემატა,  საერთაშორისო დონის ორგანიზაცია: ,,Delphy International”-ის სახით.

ორგანიზაცია „Delphy  International“ , უკვე ათეული  წლებია აერთიანებს მსოფლიო დონის ექსპერტებს სოფლის მეურნეობის სფეროში, მათი  პროგრამები და ტრენინგები  მრავალი  ქვეყნის ფერმერებს ეხმარება, რომ აწარმოონ  ხარისხიანი პროდუქცია და მიიღონ  თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი.

საქართველოში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით ქართველი ფერმერებისათვის  ხორციელდება  მნიშვნელოვანი პროექტი :  ,,ხარისხიანი სანერგე მასალის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“,  ამ პროექტის  ფარგლებში პარტნიორი  ორგანიზაციის ტრენერები,  უკვე მრავალჯერ ესტუმრნენ საქართველოს,  მათ   ჩაატარეს  ქართველი ფერმერებისათვის  ტრენინგები  და პრაქტიკული მასტერ-კლასები.

პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს  ელჩი საქართველოში  ესტუმრა კარტლისის ფერმერთა მომსახურების ცენტრს და ადგილზე მოინახულა პროექტის მსვლელობის დეტალები.

პროექტში მონაწილე ფერმერები,  გაემგზავრებიან ჰოლანდიაში და იქ გააგრძელებენ სასწავლო ტურს, გაეცნობიან მოწინავე  ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, მოინახულებენ თანამედროვე ტიპის სანერგე მეურმეობებს.

რადგანაც მიმდინარე პროექტი ხორციელდება წარმატებით და მან  გამოიწვია დიდი გამოხმაურება ,  კომპანია ,,კარტლისი“-სა და  ორგანიზაცია  „Delphy  International“-ის ურთიერთანამშრომლობა   გაგრძელდება და  ერთობლივი ცოდნითა და გამოცდილებით  ქართველ ფერმერებს მიეცემათ საშუალება, მათი ფერმერული მეურნეობები გახდეს  უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.

ორგანიზაცია „Delphy  International“ კოორდინატორი .

კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი.

ლელა გვასალია

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე