2017 წელს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი –  „კარტლისის აკადემია“  დაიწყო.  პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა  და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა,  საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც კარტლისის აკადემია ეწოდება.

პროექტს ყოველწლიური სახე მიეცა და  2018 წლის ნოემბერში  „კარტლისის აკადემიამ“ კვლავ განაგრძო ფერმერთა მიღება.

 აკადემიის ჩატარდა,საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში (ზუგდიდი, აბაშა, ქუთაისი, გორი, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი და ა.შ.) 

აკადემიის ლექტორები თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები არიან, რომლებიც მრავალი წელია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ კარტლისის აკადემიის სპეციალისტები თავის ცოდნა-გამოცდილებას  ფერმერებს უანგაროდ უზიარებენ.

კარტლისის აკადემიის ფარგლებში ფერმერები სემინარებზე განიხილეს:

  • ვაზის, ბოსტნეულისა და სიმინდის მორწყვისთვის საჭირო თანამედროვე სარწყავი სისტემები!
  • სხვადასხვა კულტურების მოთხოვნა საკვები ელემენტებისადმი და კვება;
  • ბოსტნეული კუტურის ინტეგრირებული დაცვის სისტემა;
  • ხილის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებების სქემა.
  • მავნებელი დაავადებები მოცვში;
  • ხეხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  • თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
  • თანამედროვე სარწყავი სისტემები და საზომი მოწყობილობები.
  • ბოსტნეულის კვება და საკვები ელემენტების ნაკლებობის ნიშნები

აკადემიაში განხილული თემები მრავალფეროვანია და მიმართულია იმისაკენ,  რომ  ფერმერებს ხელი შუწყოს არა მხოლოდ უხვი მოსავლის მისაღებად საჭირო ცოდნის ათვისებაში, არამედ დაეხმაროს პროდუქტის რეალიზაციისათვის აუცილებელი რჩევებით  იმ უახლეს ტრენდებზე, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე.  ამ ყველაფრის შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ ფერმერებმა მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი თავიანთი შრომისაგან.

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე