არასეზონური ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია სათბურების გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და ჩვენით ვარეგულიროთ მცენარის ზრდა-განვითარება და დავიცვათ მცენარეები. ხოლო ხარისხიანი სათესლე მასალა, არის მნიშნველოვანი უხვი მოსავლის მისაღებად, რომელსაც გვთავაზობს „ენზა ზადენის“ ჰოლანდიური სათესლე მასალა.

კომპანია 20 წელზე მეტია არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მომხარებელს ხარისხიან სათესლე მასალას!

ორი კომპანიის თანამშრომლობამ, ქართველ ფერმერებს საშუალება მისცა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებით, მიეღო აქამდე მიუღწეველი შედეგები ბოსტნეული კულტურების წარმოებაში.

გაგაცნობთ, რამდენიმე მათგანს,რომელიც გახლავთ ქართველი ფერმერების არჩევანი:

 

კორინტო

კიტრი - კორინტო

  • ნაყოფის ზომები - 20-22 სმ
  • ნაყოფის ფერი - მუქი მწვანე
  • ვეგეტაციის პერიოდი - 70-75 დღე
  • ნაყოფის ფორმა - ცილინდრული
  • მოყვანის პირობები - სათბური, ღია გრუნტი
  • მწარმოებელი - Enza Zaden, ჰოლანდია
  • შიგთავსი - 500 ცალი

მაღალმოსავლიანი საადრეო ჰიბრიდი. სწრაფად და მძლავრად მზარდი მცენარე. ახასიათებს კარგი ადაპტაციის უნარი. გამოირჩევა კარგი შენახვის უნარით. რეკომენდებულია პირველი და მეორე ბრუნვისთვის ყველა ტიპის სათბურში. შესაძლებელია მოყვანა ღია გრუნტშიც.

 

სარგონი

კიტრი - სარგონი

  • მცენარე - მძლავრი, დაბალანსებული
  • ნაყოფის სიგრძე - 21-23სმ
  • ნაყოფის ფორმა - ცილინდრული
  • ნაყოფის ფერი - მწვანე, მბზინავი

 

სარგონი F1 - ძლიერი, მაღალმოსავლიანი საადრეო ჰიბრიდი, თითქმის არ ინვითრებს ნამხრევებს, თანაბარი ცილინდრული ნაყოფი, მუქი მწვანე შეფერილობით და იშვიათი ხორკლით. რეკომენდირებულია საგაზაფხულო და საზაფხულო მოყვანისათვის ყველა ტიპის სათბურებში. ჰიბრიდს გააჩნია გამძლეობა ვირუსის ფართო სპექტრის მიმართ.  

 

აისი

შუშა კიტრი - აისი

  მაღალმოსავლიანი სააშუალო/საადრეო ჰიბრიდი, ჰიბრიდს გააჩნია გამძლეობა ვირუსის ფართო სპექტრის მიმართ.

 

 

 

 

როზეტი

პომიდორი - როზეტი ვარდისფერი

  • კულტურა: პომიდორი
  • საადრეო ნახევრადდეტერმინატული ჰობრიდი
  • ძლიერი, ღია ტიპის მცენარე მოკლე მუხლთაშორისებით
  • ნაყოფის ფორმა: მრგვალი
  • ნაყოფის წონა: 250-280 გრ
  • ნაყოფის შეფერილობა: კარგი ვარდისფერი
  • რეზისტენტობა: TYLCV
  • მწარმოებელი: Enza zaden, ჰოლანდია

უპირატესობა: ახალი ვარდისფერი პომიდვრის ჰიბრიდი, გამოირჩევა სტრესის მიმართ მაღალი გამძლეობით, ნაყოფის უნიფორმით, კარგი გამონასკვისა და დახეთქვის მიმართ მდგრადობით, მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი. ინვითარებს სწორი ფორმის მტევანს- 5-7 ცალი ნაყოფით. კარგი გამოკვების პირობებში ნაყოფის წონა აღწევს 280 გრამს, ხასიათდება ტრადიციული გემური თვისებებითა და კარგი ტრანსპორტირების უნარით. რეკომენდებულია ორ ბრუნვაზე მოსაყვანად. ( შემოდგომა-გაზაფხული)

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე