კარტლისი გთავაზობთ, მსოფლიოში N1 სათესლე სიმინდს, რომელიც ამერიკული კომპანიის მიერ არის წარმოებული და „პიონერის“ სახელით იცნობენ, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია „კარტლისი“.
უამრავი ჯიში დაინერგა და გამოიცადა სხვადასხვა რაიონში ამ წლების განმავლობაში.
დღეს კი კერძოდ ვისაუბრებთ თეთრი სიმინდის ჰიბრიდზე პიონერი PR32B10-ზე, რომელიც კარგად მოერგო დასავლეთის ნიადაგებს.
მოცემული სათესლე მასალა გამოიყენება, როგორც სამარცვლედ ასევე სასილოსე წარმოებისთვის.
გამოირჩევა სიცივისადმი გამძლეობით და გააჩნია სიცხის მიმართ ამტანობა, ჩაწოლისადმი და დაავადებების მიმართ გამძლეობის დიდი უნარი აქვს. არის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი და მორწყვის და გამოკვების პირობებში ავლენს უმაღლეს პოტენციალს.
გამოსადეგია როგორც ფქვილის, ასევე ბურღულეულის დასამზადებლად, რაც შეეხება თესვის სიხშირეს ჰექტარზე, მცირე ტენიანობის შემთხვევაში ითესება 75000 მცენარე, ზომიერი ტენიანობის პირობებში 80000, ხოლო გასარწყავიანებული ნაკვეთის შემთხვევაში 90000 მცენარე და პოტენციური მოსავლიანობა ჰექტარზე 12დან 14 ტონამდეა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ყველა რეკომენდაციის და სარწყავის სისტემის დახმარებით 17 ტონა მარცვალი ავიღეთ ერთ ჰექტარ ფართობზე!
- PR32B10 - სიმინდის ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი;

- სრულად ავლენს მოსავლიანობის მაღალ პოტენციალს კარგი მორწყვისა და გამოკვების პირობებში;
- ძლიერი, მაღალი მცენარე კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. მედეგია ჩაწოლის მიმართ, გამოირჩევა დიდი, მიმზიდველი თეთრი ტაროებით;
- მარცვალი ხასიათდება მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით.
- ვეგეტაცია: 130 დღე
- მოსავლიანობა: 12-14 ტ/ჰა
- თესვის სიხშირე: 75-90 ათასი მცენარე/ჰა
- ტაროს მიმაგრება: შუა წელზე
- ასაღები ტენიანობა: 18-20%
პიონერის კატალოგი - იხ.ბმული
სიმინდის დაცვის სქემა - იხ.ბმული