კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.
“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.
“სულ, ჩვენს საცდელ ნაკვეთებში დმანისსა და ახალქალაქში წელს გამოცდაში გვქონდა 15 ახალი HZPC-ის 9 და Stet Holland-ის 6 ჯიში. განსაკუთრებით კარგი შედეგები კი აჩვენენეს ჯიშებმა: სილვანამ, ფაბულამ, კარერამ და კარლიტამ. ასევე წარმატებულ ჯიშებს შორის არის ჯიში “ინოვატორი”, რომელსაც უპირატესობას მთელ მსოფლიოში რესტორნების ქსელი “მაკდონალდსი” ანიჭებს. საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ამ საცდელი თესვისას იქნა მიღწეული სილვანას და ფაბულას ჯიშებს ეხება და 42-46 ტონაა ერთ ჰექტარზე. ჩვენ ყოველწლიურად ვცდით ახალ-ახალ ჯიშებს და მუდმივად ვთავაზობთ ბაზარს სიახლეებს,”-აცხადებს კომპანია “კარტლისი”–ს დირექტორი რობერტ რევია.
მისივე განცხადებით, საქართველოში კარტოფილის სათესლე მასალაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც უხარისხო, იაფფასიანი მასალა ითესება, რაც მაღალ შედეგს არ იძლევა.
“თუ არჩევანი უკვე გამოცდილი და მაღალმოსავლიანი ჯიშების სასარგებლოდ გაკეთდება შედეგიც შესაბამისი იქნება. როდესაც კლიენტი კარტოფილს ჩვენი კომპანიისაგან ყიდულობს მას, კარტოფილის მოყვანის სრული ტექნოლოგიის დაუფლებაში ვეხმარებით, რომლის დაცვითაც მათ 1 ჰექტარზე საშუალოდ 45 ტონამდე მოსავლის მიღება შეუძლიათ,”-აცხადებს რობერტ რევია.