ყველა ტიპის სარწყავი სისტემა!
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
მოსავლინობა ურწყავ ნაკვეთებში მერყეობდა:
90 დღიან კადეგორიაში 10-დან 13 ტონამდე,
115-125 დღიანებში 10-დან 14 ტონამდე,
ხოლო 125 დღიან და ზევით ვეგეტაციებში 10-დან 16 ტონამდე
სიმინდის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ჩვენი კომპანიის ინსექტიციდები „კორაგენი“ და „ავანტი“. მათი საშვალებით მრავალმა ფერმერმა თავი აარიდა მავნებლებისაგან მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზარალს.
მიმდინარე წელს PIONEER-ის ჰიბრიდებში გამოიკვეთა რამდენიმე ძლიერი ახალი ჰიბრიდი. ესენია: P1028 (ვეგეტაცია 130 დღე), რომელიც გამოირჩევა სტრესების, დაავადებების მიმართ მდგრადობით, მარცვლის ინტენსიური ნარინჯისფერი შეფერილობით და მაღალი ხარისხით. მისი საშუალო მოსავლიანობა იყო 13 ტონა ჰა/ზე, რიგ შემთხვევებში 16 ტონამდეც ავიდა. ასევე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა P1275 (ვეგეტაცია 130 დღე), რომელიც ასევე ძლიერ მდგრადია სტრესებისა და მთელი რიგი მავნებელ დაავადებების მიმართ. P1275 გამოირჩევა მარცვლის კარგი ხარისხითა და მაღალი მოსავლიანობით - 12-15 ტონა ჰა/ზე.
მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ საუკეთესო შედეგი მოგვცა ესპანური კომპანიის “CODA”-ს პროდუქტების გამოყენებამ სიმინდში, კერძოდ: „კოდამინ 150“-ი, რომელიც ძალიან კარგად ეხმარება მცენარეს კლიმატური სტრესების დაძლევაში, “კოდა Zn”-ი რომელიც გამოიყენება 6-7 ფოთლის ფაზაში და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტაროს ერთგვაროვნებასა და ზომას და ასევე „კოდაფოლ მაქსიმუსი“, რომელმაც კომპლექსურად, ფაქტიურად ყველა მიმართულებით განავითარა მცენარე, რაც საბოლოო ჯამში აისახა მოსავლიანობაზე, როგორც სასილოსე, ისე სამარცვლე კატეგორიაში.
ნაყოფის ანალიზი!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!
,,Delphy International” -ის ექსპერტი „კარტლისის აკადემიაში“
აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
კარტლისი, სანდო პარტნიორი!
ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო