სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.
ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება. ამიტომაც, მომხმარებლის კმაყოფილება “პიონერისათვის” უმთავრესი პრიორიტეტია. ამ ვალდებულებას პიონერის® სავაჭრო ნიშნით წარმოებული სათესლე მასალის მაღალი ხარისხობრივი ღირებულება ადასტურებს. აღნიშნული სათესლე მასალა გამოყვანილია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო და ადგილობრივი სერთიფიცირების მოთხოვნები და დებულებები და კარგად მოერგოს მოყვანის სხვადასხვა პირობას.
რადგან წარსულში “პიონერს” აქვს იმის გამოცდილება, რომ რუსეთსა და უკრაინაში ფალსიფიცირებული სათესლე მასალა პიონერის® სავაჭრო ნიშნით აღჭურვილ ყალბ ტომრებში იყიდებოდა, ამ ორ ქვეყანაში ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად “პიონერმა” ჰოლოგრამები შემოიღო, რათა მომხმარებელს პიონერის® ბრენდის ორიგინალური სათესლე მასალის მიღებაში დაეხმაროს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპაში მხოლოდ ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს, სადაც “პიონერმა” შემოიღო დაცვის ამგვარი დამატებითი ზომები. ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში პიონერის®ბრენდით სათესლე მასალა იყიდება ჰოლოგრამის გარეშე შეფუთვაში.
განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ აქამდე საქართველოში პიონერის® გაყალბებული სათესლე მასალა არ შეგვხვედრია, შესაბამისად ჰოლოგრამებიც არ გამოგვიყენებია. თუმცა, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაჩენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაძლებელია ამ ქვეყანაში მოხდეს რუსეთისათვის ან უკრაინისათვის წარმოებული ტომრების მიწოდება.
ვწუხვართ, თუ ყოველივე ამან გამოიწვია გაურკვევლობა ჩვენს მომხმარებლებს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი დაგეხმარებათ სიტუაციის გარკვევაში.
პატივისცემით,
დიუპონ პიონერი
სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.
კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.
20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
მცენარეები თესლის გაღივების მომენტიდან იწყებენ ბრძოლას სხვა მცენარეებთან ადგილის, სინათლის, წყლისა და მინერალური ნივთიერებებისთვის.
ბაქტერიები, პარაზიტული სოკოები, მწერები, ნემატოდები და სხვა პათოგენები და მავნებლები თავს ესხმიან ახალგაზრდა, სუსტ აღმონაცენებს.
მცენარეებს ევოლუციის პროცესში უნდა აღეჭურვათ თავი სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ პათოგენებისა და მავნებლებისგან თავის დაღწევას, ან მათ დაფრთხობას.
კომპანია კარტლისი გთავაზობთ სისტემურ ინსექტიციდს, მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რუკოლა, გრილი სეზონის კულტურაა - ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი მისი განვითარებისთვის 10 -20 ცელსიუს გრადუსამდეა, ასეთ დროს ვიღებთ კარგი ხარისხის და გემოს ფოთლებს... 20 გრადუსზე ზევით კი, სწრაფად იწყებს ყვავილის ამოტანას და ასრულებს ფოთლების წარმოებას... სასურველი ნიადაგის PH - 6 - 7 ფარგლებშია.
უყვარს ჰუმუსით მდიდარი მსუბუქი ნიადაგი და საკმაოდ მომთხოვნია წყალზე... მიკრო და მაკრო ელემენტებზე საშუალოდ მომთხოვნია!
მოყვანის ორი მეთოდია გავრცელებული :
კომპანია კარტლისი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. კომპანიის ყველა პროდუქტი არის სიახლე მსოფლიო ბაზარზე. პროდუქციას სანამ მომხამრებელს შევთავაზებთ გადის მრავალჯერად გამოცდას სხვადასხვა კულტურებში და კლიმატურ გარემოში. კარტლისი ორიენტირებულია შედეგზე, რათა გაუმარტივოს და გამოიყვანოს რთული სიტუაციიდან როგორც მცენარე ასევე ფერმერები. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ეძებს და ნერგავს სიახლეებს.
საქართველოში სასათბურე მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია, იგი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი.
საქართველოში სათბურის გადახურვისას ძირითადად ვიყენებთ სასათბურე ფირს ე.წ. ცელოფანს, მისი დაბალი ფასის, სითბოს დაბალი გამტარობის, მონტაჟის სიმარტივის, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტის და სხვა მიზეზების გამო…
კომპანია კარტლისი წარმოგიდგენთ ბელგიური კომპანია ,"ლიმას" წარმოებულ ინოვაციურ სასუქს გროგრინ ვეგეტაციას. ხელს უწყობს მცენარის ინტენსიურ ზრდას და ვეგეტატიური ნაწილის გაძლიერებას.
ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტუქტურა და უნიკალური ფორმულაცია გვაძლევს საუკეთესო შედეგის გარანტიას. გროგინ ვეგეტაცია გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად, როგორც ფოთლიდან, ასევე წვეთოვანი მორწყვის საშულაებით (ფერტიგაცით).
კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს. ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!
გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო