საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.

მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.

კარტლისის კომპლექსური სასუქი 27-27-27 გროგრინ გელი ვეგეტაციის დამსახურება გახლავთ და ისევ გვაოცებს თავისი შედეგით, ის გამოიყენება, ვეგეტაციის აქტიურ ფაზაში სტრესული გარემო პირობების შესარბილებლად და მაკრო და მიკრო ელემენტების დეფიციტის კორექციისთვის!

პრეპარატული ფორმა: გელი

NPK კომპლექსური სასუქი 27-27-27

შეიცავს: B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn

გელი გროგრინ ვეგეტაცია – დაბალანსებული ფორმულა უზრუნველყოფს მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ყველა აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტით. ინტენსიურად გამოიყენება ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომ პერიოდებში. ხელს უწყობს ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებას და მცენარის ინტენსიურ ზრდას.

გამოიყენება შემდეგ კულტურებზე: მოცვი, პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი და სხვა.

გამოყენების ნორმა ფერტიგაციით: წვეთოვანი მორწყვის ან სარწყავ წყალში გახსნის შემთხვევაში გამოიყენება 0,5-1 კგ 1000 ლ წყალში. სასუქის ზუსტი რაოდენობა და დროში განაწილება დამოკიდებულია ნიადაგის ანალიზის, კულტურის და მისი განვითარების ფაზის მონაცემებზე. დეტალური რეკომენდაციისათვის მიმართეთ სპეციალისტს.

გამოყენების ნორმა ფოთლიდან: ფოთლიდან გამოკვების შემთხვევაში გამოიყენება 0,5-0,75 %-იანი ხსნარი (0,5-0,75 კგ 100 ლიტრ წყალში). სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200 600 ლ/ჰა, გამომდინარე კულტურიდან და მისი განვითარების ფაზიდან. არ გამოიყენოთ 0,75 %-იანზე მაღალი კონცენტრაციის ხსნარი

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე