მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში

 

მოცვის კულტურა ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად სწრაფად ყალიბდება. მისი საექსპორტო პოტენციალი არ ისაზღვრება რომელიმე ერთი ქვეყნით, არამედ კულტურას გააჩნია ფართო გეოგრაფიული არეალი, არაბული ქვეყნებიდან დაწყებული ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ამ კულტურის სამრეწველო გაშენება  დაახლოებით 10 წლის წინა დაიწყო მაგრამ, მასიური ხასიათი 2016 წლიდან შეიძინა. მაგალითისთვის 2011 წელს გაშენებული მოცვის სამრეწველო პლანტაციების ჰექტარაჟი 40-50-ს არ აღემატებოდა, ხოლო დღეისათვის 1 წელზე მეტი ასაკის პლანტაციების ჰექტარაჟი 3000ჰა-ს აღწევს და გაშენების პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება.

 

2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო კარტლისის აკადემიამ.  ამოქმედების დღიდან აკადემია ფართოდ ჩაერთო მოცვის მოვლა-მოყვანის თანამდევროვე ტექნოლოგიური პროცესების სწავლების საქმეში. აკადემიაში სწავლების პროცესში ჩართულ ფერმერებთან ურთიერთობამ გამოავლინა ის მიმართულებები, რომლის შესწავლა მათ დამოუკიდებლად უჭირდათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მეტნაკლებად პრაქტიკაში გამოსადეგი ინსტრუქციათა კრებული და ფერმერებს ხშირად საკუთარი ან ნაცნობი ფერმერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე დაყრდნობით უწევდათ სწავლა-განვიტარება, მაგრამ მრავლად ადგილი ჰქონდა გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების შემთხვევებსაც.

რადგან ქვეყანაში არ არსებობდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, ამ ამოცანის შესრულება კარტლისის აკადემიამ იკისრა,  მისი მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ცნობილი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კერძოდ, ფერმერთა განათლების პროგრამების შედგენასა და სწვალებაში აქტიურად არიან ჩართული ისეთი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სპეციალისტები როგორიცაა ესპანური კომპანია „SAS“-ს და ჰოლანდიური კომპანია „დელფი“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწინავე ქვეყნებში მიმდინარეობს განუწყვეტელი მუშაობა მოცვის როგორც ახალი ჯიშების გამოყვანის, ასევე მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საქმეში. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაიზარდოს მიღებული მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები პროდუქტის თვითღირებულების შემცირების პირობებში.

სწორედ ამიტომ აკადემიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ქართველი ფერმერები არ ჩამორჩნენ ამ უახლეს მიღწევებს და არ გახდნენ არაკონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე მითუმეტეს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვის 95%-ზე მეტი გამიზნულია სწორედ საექსპორტოდ.

კარტლის აგროსისტემებმა 2022 წლის გაზაფხულზე კვლევა ჩაატარა. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სფეროში მოკლევადიანი მომზადების პროგრამების შემუშავების საჭიროების დადგენა იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონში, კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში მათი ინტერესი, შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება.

კვლევა მიმდინარეობდა 2022 წლის 10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა რესპონდენტმა, მათი 87.5% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 12.5 % მდედრობითი.

კვლევაში მონაწილე პირები ასაკობრივად გადანაწილდნენ შემდეგი სახით:

რესპოდენტების მხრიდან რეგიონის კონტექსტში გამოიკვეთა შემდეგი კულტურების მიმართ ინტერესი: ბოსტნეული, ვაზი და მოცვი.

გამოკითხულთა 57,5 % ეწევა ფერმერულ მეურნეობას, ხოლო 42.5 % აქვს დიდ ზომის ფერმერული მეურნეობა.

გამოკითხულთა 100 % ეთანხმება დებულებას, რომ კონკრეტულ კულტურასთან მიმართებაში მოთხოვნადია ფერმერული საქმიანობის წარმართვის მიზნით შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.

გამოკითხვის ფარგლებში რესპოდენტების მხრიდან შეფასდა დარგობრივ ჭრილში საჭირო კომპეტენციები, რაც პროგრამის შემუშავების ეტაპზე იქნა გათვალისწინებული.

კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის მიზნით დიდ ფერმერული მეურნეობების მხრიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ მუდმივად დასაქმებულია 15 - დან 55 პირი, ხოლო სეზონურად, რაც ითვალისწინებს გაშენების, მოვლის და მოსავლის აღების პერიოდს, სხვადასხვა კულტურასთან მიმართებაში 150 – 250 პირი.

კითხვაზე ,, თუ ხართ პოტენციური დამსაქმებელი, გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფორმალური განათლების მქონე პირის დასაქმება, რომელს ექნება ფერმერისთვის საჭირო ცოდნა და უნარები“, გამოკითხულთა შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად:

არსებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში (მოცვლი, ვაზი, ბოსტნეული) გამოკითხულ რეგიონებში არის კვალიფიციურ კადრზე საჭიროება როგორც დიდ ფერმერულ მეურნეობებში დასაქმების მიზნით, ასევე საკუთარი შინა მეურნეობის წარმართვის მიზნით.

სწორედ ეს მონაცემები ჩაეყარა საფუძვლად კარტლისის მიერ აკადემიის ჩმაოყალიბებას რომელიც მუფმივად ავითარებს დარგში ახალ მიდგომებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ყოველწლიურად ეცნობა უცხოურ გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას კვლავ ქართველ ფერმერებს უზიარებს.

კარტლისის აკადემიაში სწავლების მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ კურსზე ჩვენს ფილიალებში, რათა გაიღრმავოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე