მსოფლიო ლაბორატორიის თანამშრომლობა, კარტლისთან!

ესპანური ლაბორატორია – AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!

დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!

კარტლისი გთავაზობთ, მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ მეცნიერულად მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს!

ყველა ლაბორატორია სერტიფიცირებულია ISO 17025 სტანდარტით, აგრეთვე დანერგილი ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა. 2012 წელს კალიფორნიაში (აშშ) გაიხსნა კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი, რომელიც სერტიფიცირებულია FDA (Food and Drug Administration)-ის მიერ.

დროთა განმავლობაში კომპანიის მოღვაწეობის სფერო გაფართოვდა და დღეს AGQ Lab გთავაზობთ მომსახურებას შემდეგ სექტორებში:

• აგრო;
• სურსათის უვნებლობა;
• სამრეწველო;
• სამთო.

მსოფლიო ბაზარზე AGQ Lab ლიდერია მდგრადი, მომგებიანი და ხარისხიანი სოფლის მეურნეობის წარმოებაში. ოპერირებს და აგრონომიულ კონსულტაციას უწევს მსოფლიოში 1,5 მილიონ ჰექტარ ფართობს და მუშაობს მსოფლიოს მსხვილ მეწარმეებთან ერთად.

აგრო სექტორში AGQ Lab გთავაზობთ, ანალიზებს შემდეგი მიმართულებებით:

• ნიადაგის ანალიზი;
• ფოთლების ანალზი;
• ფესვებისა და ფესვებიდან გამონაწვლილის ანალიზი;
• სარწყავი წყლის ანალიზი;
• ნაყოფის ანალიზი;
• სასუქების ანალიზი;
• პესტიციდების ანალიზი.

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე