ყველა ტიპის სარწყავი სისტემა!
ნიადაგის ანალიზის დროა
მოსავლიანობის გასაზრდელად ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.
ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.
ნიადაგის ანალიზით ისაზღვრება ნიადაგის ყველა ხარისხობრივი მაჩვენებელი და მცენარის კვებისათვის აუცილებელი მაკრო, მიკრო და მეორე ჯგუფის მაკრო ელემენტები.
ნიადაგის ანალიზის ჩატარებისათვის შესაბამისი დროს წარმოადგენს გაზაფხული და გვიანი შემოდგომა- მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი. ეს პერიოდი მიიჩნევა ოპტიმალურად, რადგან მცენარის მიერ მოსავლის ფორმირებისას ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების მარაგების შევსება სწორედ ამ პერიოდშია მიზანშეწონილი. დროული ანალიზი მნიშვნელოვანია, ნიადაგში შესატანი სასუქების განსაზღვირასთვის, მომავალი სეზონის ოპტიმალური კვების სქემის შედგენისა და მისი წინასწარი ბიუჯეტირებისთვის.
ნიადაგის ანალიზის ჩატარება პირველი ნაბიჯია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ახლა კი ნიადაგის ანალიზის დროა, რომლის ყველაზე მრავალკომპონენტიან შედეგებს საქართველოში კომპანია კარტლისი გთავაზობთ
ნაყოფის ანალიზი!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!
,,Delphy International” -ის ექსპერტი „კარტლისის აკადემიაში“
აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
კარტლისი, სანდო პარტნიორი!
ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო