ყველა ტიპის სარწყავი სისტემა!
ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის
ყველა ფერმერის მიზანს მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ. მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?
მცენარეთა კვებისთვის დროში გაწერილი პროგრამის შესაქმნელად, პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ნიადაგის ანალიზი- ნიადაგის ანალიზით ვიგებ მცენარისთვის აუცილებელი მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველობას, აგრეთვე ისეთ ფიზიკურ პარამეტრებს, რომლებიც განსაზღვრავენ მცენარის მიერ ამ საკვები ელემენტების შეთვისების უნარს. ნიადაგის კვლევის ჩასატარებლად, პირველ რიგში სპეციალური მეთოდიკის საფუძველზე უნდა ავიღოთ ნიადაგის ნიმუშები, აუცილებელია რომ ეს ეტაპი სწორად ჩატარდეს, რადგან მასზეა დამოკიდებული ნიადაგის ანალიზის სიზუსტე. ანალიზით მიღებული შედეგების საფუძველზე დგება მცენარეთა კვების პროგრამა- კულტურის ასაკის, დაგეგმილი მოსავლის და ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობის საფუძველზე.
უნდა აღინიშნოს, რომ კვებისადმი ყველა თანამედროვე მიდგომა გვასწავლის, რომ აუცილებელია კვების სისწორის შემოწმება ვეგეტაციის შუა პერიოდში ფოთლის ანალიზით. ფოთლის ანალიზით ჩანს მცენარე ითვისებს თუ არა მისთვის მიწოდებულ სასუქებს, საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ მცენარეში მიმდინარე ტოქსიკური პროცესები, მაშინაც კი როდესაც ეს ვიზუალურად ჯერ არაა გამოვლენილი. სწორედ ამიტომ, ფოთლის ანალიზი ნიადაგის ანალიზთან ერთად წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპებს მცენარის კვების სამართავად და მისი ეფექტურეობის შესამოწმებლად. ესეიგი ნიადაგის ანალიზის საფუძველზე დგება დროში გაწერილი კვების სქემა- ფასდება გამოსაყენებელი სასუქების ტიპი და რაოდენობა, ხოლო ზრდადამთავრებული ფოთლის ანალიზით ვამოწმებთ რამდენად სწორად შევადგინეთ კვების პროგრამა და საჭიროების შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები.
ფერმერისთვის მოსავლის მიღების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქტის რეალიზაცია. ნაყოფის ანალიზით- მოწმდება რომელ ბაზარზეა შესაძლებელი პროდუქტის ექსპორტი. ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი მოთხოვნა, რეგლამენტი რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაყოფი ექსპორტზე გასატანად, შესაბამისად ნაყოფის ანალიზით მგ: პესტიციდების ნაშთზე სრული სკრინინგით შესაძლებელია ფერმერმა მოიძიოს პოტენციური ბაზარი პროდუქტის რეალიზაციისთვის. აგრეთვე, ნაყოფის ანალიზით შეიძლება განისაზღვროს მისი დაბინძურება მძიმე მეტალებით, კაკლოვანი კულტურების შემთხვევაში შეფასდეს რამდენას სწორად და ეფექტურად მიდის ნაყოფის შრობის პროცესი და სამომავლოდ საჭიროების შემთვევაში შეტანოს ცვლილებები.
აუცილებელია, რომ ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ნიმუშების აღებამდე გაიაროთ კონსულტაცია, სადაც კარტლისის თანამშრომლები აგიხსნიან თუ როგორ ჩაატაროთ ეს პროცესები სწორად !
მიიღეთ სრული ლაბორატორიული მომსახურეობა ერთ სივრცეში - ნიადაგის ანალიზიდან საბოლოო პროდუქტის რეალიზაციამდე !
ნაყოფის ანალიზი!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!
,,Delphy International” -ის ექსპერტი „კარტლისის აკადემიაში“
აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
კარტლისი, სანდო პარტნიორი!
ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო