პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები
20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.
ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.
ვირუსი ეს გახლავთ არაუჯრედული ინფექციის გამომწვევი აგენტი, რომელიც ვითარდება მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ვირუსი აზიანებს ყველა ტიპის ცოცხალ ორგანიზმს. ვირუსებს ავრცელებენ გადამტანი ორგანიზმები, როგორიცაა ქვეწარმავლები, სოკოები, მავნებლები. მცენარე შეიძლება, რამოდენიმე ვირუსით ერთდროულად იყოს დაინფიცირებული, ვირუსით დაზიანების სიმპტომები ხშირად ჰგავს აბიოტური ფაქტორებით (სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ირიგაცია) გამოწვეული სტრესის სიმპტომებს, ასევე მინერალური სასუქების დეფიციტის სიმპტომებს, პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების ფიტოტოქსიკურობის ნიშნებს.
ხშირად დავირუსებულ მცენარეს უვითარდება ქლოროზი, რომელიც გამოწვეულია ფოტოსინთეზის არასრულყოფილი მიმდინარეობის პროცესით, ვირუსი იწვევს ქლოროპლასტების წარმოშობის შეფერხებას მცენარეში, რის შედეგადაც ჩნდება ნათელი წერტილები ფოთლებზე, რომელზეც კვლევის შედეგად 250-ჯერ მეტი ვირუსული