კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ვირუსი ეს გახლავთ არაუჯრედული ინფექციის გამომწვევი აგენტი, რომელიც ვითარდება მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ვირუსი აზიანებს ყველა ტიპის ცოცხალ ორგანიზმს. ვირუსებს ავრცელებენ გადამტანი ორგანიზმები, როგორიცაა ქვეწარმავლები, სოკოები, მავნებლები. მცენარე შეიძლება, რამოდენიმე ვირუსით ერთდროულად იყოს დაინფიცირებული, ვირუსით დაზიანების სიმპტომები ხშირად ჰგავს აბიოტური ფაქტორებით (სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ირიგაცია) გამოწვეული სტრესის სიმპტომებს, ასევე მინერალური სასუქების დეფიციტის სიმპტომებს, პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების ფიტოტოქსიკურობის ნიშნებს.

ხშირად დავირუსებულ მცენარეს უვითარდება ქლოროზი, რომელიც გამოწვეულია ფოტოსინთეზის არასრულყოფილი მიმდინარეობის პროცესით, ვირუსი იწვევს ქლოროპლასტების წარმოშობის შეფერხებას მცენარეში, რის შედეგადაც ჩნდება ნათელი წერტილები ფოთლებზე, რომელზეც კვლევის შედეგად 250-ჯერ მეტი ვირუსული ნაწილი, ვიდრე ფოთლის მწვანე ნაწილში.

პომიდვრის მოზაიკა  TOMV,  TOMATO MOSAIC TOBAMOVIRUS

Image

ამ ვირუსის გამომწვევია ტობამოვირუსი,  ყველაზე უმცირესი ეპიდერმისის დაზიანება ამ ვირუსით,  იწვევს ვირუსის მოხვედრას მცენარეში,  ის ნელ-ნელა გადაადგილდება ქსოვილიდან ქსოვილში ფოთლის ფარგლებში, იჭრება ფლოემაში, შემდეგ გადადის ნაყოფში, სხვა ფოთლებში და შემდეგ ფესვებში. თუ დაინფიცირება მოხდა ფესვიდან, ამ შემთხვევაში 30 დღე სჭირდება მის გადადგილებას სხვა ორგანოებში.

ვეგეტაციის შუა პერიოდში დაინფიცირებისას იმატებს დეფორმირებული და დაზიანებული ნაყოფები. დაინფიცირების წყარო შეიძლება იყოს  სხვადასხვა ინვენტარი, ნარჩენები, სადაც ვირუსი ცოცხლობს თითქმის 2 წელი, სარეველები და ასევე პომიდვრის წვენი. დღეისათვის თანამედროვე კომპანიები ცდილობენ ვირუს გამძლე ჰიბრიდების შექმნას და ალბათობა იმისა რომ თესლიდან შეყვეს მცენარეს ვირუსი ნულია.

პირველი ნიშნები პომიდვრის დაინფიცირების არის ფოთლის სიხუჭუჭე,  ხოლო უფრო მოგვიანებით ვითარდება ქლოროზი და ყვითელი მოზაიკა, რომელიც ვითარდება მხოლოდ ახალგაზრდა ფოთლებზე. შემდეგ  ფოთლები იხვევა, ნაყოფი რჩება პატარა და არათანაბრად მწიფდება.

30 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურის შემთხვევაში იზრდება დანეკროზებული ნაყოფების რაოდენობა.  ვირუსით მასიური დაინფიცირება იწვევს მოსავლის 70% დაკარგვას.

პომიდვრის ფოთლების სიხუჭუჭე

TYLCV TOMATO YELLOW LEAF CURL VIRUS

ეს ვირუსი პირველად იდენტიფიცირებულ იქნა ისრაელში 1964 წელს,  შემდეგ უკვე უზბეკეთში და უკრაინაში. ეს ვირუსული დაავადება განსაკუთრებით საშიშია თუ მცენარე ადრეულ პერიოდში დაინფიცირდა, ამ შემთხვევაში მცენარე ანელებს ზრდას და არ ინვითარებს ნაყოფს. ხოლო დიდ მცენარეებში ნაყოფები,  რამოდენიმე ხანი მწიფდება და აქვს სასაქონლო სახე.

შემდეგი დაავადების სიმპტომატიკა ვითარდება შემდეგნაირად: ყვავილების გაცვენა, ნაყოფების სიწვრილე. ეს დაავადება ხშირად ეშლებათ სტოლბურ ვირუსში , რადგანაც დაავადებული მცენარე ძალიან იბუჩქება, ფოთლები დეფორმირდება, ფოთლის მხოლოდ ზედა ნაწილში  ვითარდება ქლოროზი. ვირუსი არ გადადის  მცენარის წვენით და არც თესლით. ვირუსის გადამტანია ფრთათეთრა.

სტოლბური

გამომწვევი:  ფიტოპლაზმა Phytoplasma solani (PHLO)

პათოგენის გავრცელება ხდება მავნებელი მწერების მიერ, განსაკუთრებით ჭიჭინობელას (hyalesthes obsoletus) მიერ, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურის მავნებელი, ის   იზამთრებს  სარეველა მცენარეების ფესვებზე.

სიმპტომები:დაავადებული მცენარეები აჩერებენ ზრდას,  ხოლო ზედა ფოთლები ქლოროზდება და რედუცირდება. ფოთლები წვრილდება, მათი კიდეები მაღლა იწევს და ღებულობს იისფერ შეფერილობას.  ორმაგი ყვავილსაფარის ნაცვლად ყვავილი მარტივდება, ჯამის ფოთლები ძლიერ ვითარდება. ნაყოფს აქვს გამჭვირვალე იერი,  არის     აჭრელებული  და გახევებული.

რა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, რომ ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელება:

1.ვირუსგამძლე თანამედროვე ჰიბრიდების შერჩევა.

2.ბრძოლა პათოგენის გამავრცელებელ მავნებლებთან.

3.ბრძოლა სარეველებთან

4.დაზიანებული მცენარეების გატანა ნაკვეთიდან.

ვირუსგამძლე ჰიბრიდების შერჩევისა და პომიდვრის მოვლა-მოყვანის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუკავშირდით კომპანია ,,კარტლისის“ სპეციალისტებს.

                                                                             

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე