როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.

სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

1) გასასარწყავიანებელი ტერიტორიის შესწავლა
2) ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაგება
3) საირიგაციო წყლის pH და EC განსაზღვრა
4) წყლის დებეტის განსაზღვრა
5) ტერიტორიის სექტორებად დაყოფა
6) სექტორებში წყლის ხარჯის საათობრივი გაანგარიშება
7) ნიადაგის ტიპის და წყლის ხარჯის შესაბამისად წვეთოვანი სისტემის შერჩევა
8) ცენტრალური მაგისტრალების, ტუმბოს და ფილტრის შერჩევა
9) საჭიროების შემთხვევაში რეზერვუარის მოცულობის განსაზღვრა

პროექტირების დროს უნდა განისაზღვროს სექტორებში საათობრივი რწყვა და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გასარწყავიანებებს შორის
შუალედი.
მას შემდეგ რაც პროექტი შეთანხმდება კლიენტთან და აგრონომთან, იწყება სამონტაჟო
სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პერიოდი. სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე
საჭიროა ტერიტორიის მომზადება. სატუმბი და საფერტიგაციო სადგურისთვის შენობა
ნაგებობის გამზადება და ცენტრალური მაგისტრალისთვის ტრანშეის გათხრა. ამის
შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო მასალების ჩატანა და დასაწყობება ტერიტორიაზე.
აუცილებელია ინსტალაციის დროს დაცული იყოს ყველა ის პირობა, რომელიც
განსაზღვრულია მომწოდებელი კომპანიების მიერ და კრიტიკულად მნიშვნელოვანია
სწორი ექსპლუატაციისთვის.
მონტაჟის შემდეგ უნდა მოხდეს სისტემის ტესტირება. ტესტირების საბოლოო ეტაპს
ესწრება კლიენტი და იღებს შესაბამის ინსტრუქციებს, ეცნობა სარწყავი სისტემის
მუშაობის პრინციპს.
მას შემდეგ რაც ყველაფერი წარმატებით ჩაივლის კომპანიის თანამშრომლები ტოვებენ
ტერიტორიას, თუმცა ფერმერს სურვილის შემთხვევაში, კომპანიისთვის წინასწარ
შეტყობინების შემდეგ, შეუძლია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გამოიძახოს
წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით.

თუ პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები სწორად არის შესრულებული, სისტემა
მზად არის მრავალი წლის განმავლობაში ემსახუროს ფერმერს შეფერხების გარეშე.
კომპანია კარტლისი ქართულ აგრო ბაზარზე უკვე 25 წელზე მეტია ოპერირებს და
ფერმერებს სანდოობა სა და ხარისხთან ასოცირდება. ჩვენი გამოცდილი გუნდი
აქტიურად მუშაობს სარწყავი სისტემების პროექტირება, მონტაჟისა და ექსპლუატაციის
მიმართულებითაც. თუ თქვენ გეგმავთ თქვენი ბაღის პროდუქტიულობის ამაღლებას და
ამისთვის სარწყავი სისტემების მოწყობას, ჩვენ მზად ვართ სრული სერვისი გაგიწიოთ,
თქვენი ჩართულობით დავგეგმოთ, დავაპროექტოთ და განვახორციელოთ სარწყავი
სისტემის სრული სამუშაოები.
ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია შედეგი კი ყოველთვის უმაღლესი ხარისხის.

Article screenshot

დაგვიკავშირდით: 591 40 20 93

 

სხვა სიახლეები

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 

სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს

მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე