სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.

ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე. მისი გამოყვანის ოპტიმალური პირობებია:PH-5,5-6,5; T-დღე 20-22°C; ღამე 15-16°C; EC 1.5. მნიშვნელოვანია 3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან (Fusarium oxysporum f. sp. Lactucae, Pythium uncinulatum, S. sclerotiorum) ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პესტიციდები , როგორებიცაა აფეტი, ნატურფოსი, ასევე რეკომენდებულია მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება (ბელგიური წარმოების სასუქები- გროგრინების სერიიდან და ესპანური ბრენდის პროდუქცია-კოდამინ რადიკულარი).

image1

სალათის მოყვანა რეკომენდებულია როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე, აგროვადების დაცვით, მისი მოყვანა სათბურში შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4-6°C; დღისით +6-10°C; ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C; ტენიანობა- 60-80%; მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე:100 კვ/მეტრზე :N-1.2კგ ; P2O5-0-5 კგ; K2O-1,5კგ; EC-1.5-2.5; PH-6-7;

ძირითადი ფაქტორები, რომელთაც აქვთ გავლენა მოსავალზე:

  • საკვები ელემენტების შემცველობა
  • ჰუმუსის შემცველობა
  • ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი
  • მარილიანობა
  • ტექსტურა

ძირითადი საკვები ელემენტები: მაკროელემენტები-N,P,K,CA,MG,S; მიკროელემენტები:B,FE,ZN,MN,CU,MO;

P -ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილში გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.

N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.

K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების , ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში. მცენარეში წყლის შეკავების პროცესებში, აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოსაყალიბებლად.

სალათის წარმოებისას აუცილებელია მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური და დროული ღონისძიებების ჩატარება. კარტლისის მიერ შემუშავებულ სალათის დაცვის სქემა შეგიძლიათ იხილოთ  ვებ-გვერზე.

image2

ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია სათესლე მასალაზე, კომპანია ,,კარტლისი“  გთავაზობთ მრავალფეროვანი ჰოლანდიურ სათესლე მასალის (ENZA ZADEN) ასორტიმენტს, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.

სალათების ასორტიმენტი:

აისბერგი-BOTIOLA, BOMBOLA, DIAMOND;  ლოლო ბიონდა-ILEMA, VILI, LOBI; ბატავია-FRISADY, ESTONY, KISMY;

ლოლო როსა:TUSKA, LEA, LOKA;  რომანო:PINOKIO. XANADU;

image3

ლელა გვასალია, სოფლის მურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი, ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი. ტელ: +995 599 03 77 03; ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე