ტომსკი - თანამედროვე პომიდვრის თესლი ძველი გემოვნური თვისებებით

 

ქართველი მომხმარებელი პომიდვრის შეძენისას ხშირად იხსენებს ათწლეულის წინ არსებულ გემოს და გამოთქვამს სურვილს დღესაც იგივე მახასიათებლების პროდუქცია მიიღოს, ხშირ შემთხვევაში შეცვლილი გარემო პირობების და ახალი ვირუსების თუ დაავადებების გავრცელების გამო, ასევე ჯიშების აღრევისა და სელექციური მიდგომების შეჩერების შედეგად ძველი მახასიათებლების მიღება თითქმის ვეღარ ხერხდება.

 

სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები, რომელსაც  ნიდერლანდური კომპანია ბეიო ნერგავს, Bejo Zaden-ის პომიდვრის სათესლე მასალა Tomsk F1 უკვე ქართველი ფერმერების რჩეული სათესლე მასალაა და ის აქტიურად გამოიყენება ღია გრუნტში ხარისხიანი, მაღალი პროდუქტიულობის და წითელი ხასხასა შეფერილობის მქონე პომიდვრის მოსაყვანად.

 

მახასიათებლები:

Tomsk F1 - ეს არის დეტემინატული საუკეთესო ხარისხის ჰიბრიდი, რომელიც გამოირჩევა  წითელი ხასხასა ფერით, ტრადიციული გემური თვისებით. ნაყოფის გული შიგნიდან და გარედან წითლდება ერთნაირად. დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს.

  • ნაყოფის წონა: 200-250 გრ;
  • ვეგეტაციის პერიოდი:70-75 დღე;
  • რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს და ნაყოფი არ ზიანდება!

 

Bejo Zaden-ის სათესლე მასალას ექსკლუზიურად კომპანია კარტლისი გთავაზობთ, მისი ყიდვა საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში, ჩვენს სერვის-ცენტრებში შეგიძლიათ.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (032) 244 55 41

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე