უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად

 

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.

2022 წელს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ვაზის კულტურაში გამოიცადა სტიმულატორი უნიბროტი.  უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.

რატომ  გამოიცადა ვაზის კულტურაში ?

ცნობილია რომ ვაზს კვირტების გახსნისა და ყვავილობის შემდგომ ახასიათებს ეგერთწოდებული მეორეული ყვავილობა, რომლის სწორად წარმართვაზეც მცენარეს ენერგია არ ყოფნის და მეორეული ყვავილები ცვივა მცენარეს. რადგანაც ყვავილი გვაძლევს ჩვენ პოტენციურ მოსავალს, მისი დაცვენით ფერმერი განიცდის მოსავლის დანაკარგს. უნიბროტი კი შექმნილია იმისთვის რომ ყვავილობის პროცესი წარიმართოს ერთდროულად, რის შედეგადაც საერთო მოსავალი იზრდება. ამ მიზეზის გამო გადაწყდა უნიბროტის ვაზში გამოცდა. 

ცდის ჩასატარებლად შეირჩა ნაკვეთი- ერთი და იმავე ასაკის, ერთი და იგივე განვითარების მქონე მცენარეებით. ნაკვეთი გავყავით ორ ნაწილად. ჩვენს შემთხვევაში დამუშავდა რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ნაკვეთის 1 ნაწილი დავამუშავეთ უნიბროტით, ხოლო მეორე დავტოვეთ საკონტროლოდ რომელშიც არცერთი სტიმულატორი არ შეტანილა.

საცდელად შეირჩა ზრდასრული ვენახი, რომელშიც კვების მხრივ არცერთი სასუქი არ შეგვიტანია.  შესაბამისად ცდით მიღებული შედეგი უშუალოდ და ნათლად ასახავდა უნობროტის მოქმედებას.

გამოყენების დრო: უნიბროტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ უნდა შევიტანოთ სწორ დროს: იგი გამოიყენება კვირტების გახნსამდე 15-30 დღით ადრე, დამუშავებისას აუცილებელია კვირტების სრული დასვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება პროდუქტის ეფექტურობა.

სადემონსტრაციო ნაკვეთზე, საგარეჯოს რაიონში, უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გახსნამდე 15 დღით ადრე, რაც შეესაბამებოდა 22 აპრილს. კვირტის მდგომარეობა დამუშავების დროს შეესაბამება შემდეგ სურათს:

 

ხარჯვის ნორმა: უნიბროტის ეტიკეტზე მითითებულია რომ გამოიყენება მისი 5-8 %-იანი ხსნარი. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 5ლ უნიბროტი 100 ლ წყალში.

უნიბროტი თვითონვე შეიცავს მიმწებებლს, შესაბამისად კვირტების და მერქნის კარგად დასველების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში რჩება ზედაპირზე და ეფექტურად შეიწოვება მცენარის მიერ.

უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო, ხოლო მაშინ როდესას მცენარემ წამოიღო ახალი ნაზარდი უნიბროტით დამუშავებულ ზოლში შეიმჩნეოდა უფრო ინტენსიური და ძლიერი ყლორტები.

 

ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მტევნის განვითარება უნიბროტით დამუშავებულ ზოლში:

 

დაუმუშავებელი საკონტროლო ზოლი:

მოსავლის აღების დროს ცალ-ცალკე ავიღეთ უნიბროტით დამუშავებული ნაწილი და ავწონეთ, ცალკე ავიღეთ  დაუმუშავებელი - საკონტროლო ნაწილი და ავწონეთ. წონათა სხვაობით უნობროტით დამუშავებულ ზოლში მივიღეთ მოსავლის ნამატი 30 %-ით.

როგორც დაკვირვებამ აჩვენა:

  • უნიბროტით დამუშავებულ ზოლში გაიზარდა მტევნის სიგრძე
  • უნიბროტით დამუშავებულ მტევნებში მარცვლების სიმსხო და მტევნის მარცვლებით შევსების ხარისხი უფრო მაღალია
  • გაუმჯობესდა მეორეული მტევნის ჩამოყალიბება
  • გაიზარდა მოსავლიანობა 30%-ით

უნიბროტი მაღალი ეფექტურობით გამოიყენება მოცვში, სადაც პირველი კრეფა გაიზარდა 30%-ით, ხოლო კრეფების რაოდენობა 5-დან სამამდე შემცირდა. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია მოცვის ჩაბარების ფასის განსაზღვრისათვის. ანალოგიური ეფექტურობით გამოიყენება უნიბროტი კაკალსა და სხვა ხეხილოვან კულტურებში.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე