დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.

კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.

“ზორვეკ ვინაბელს” გააჩნია ოთხმაგი მოქმედება ჭრაქის გამომწვევ პათოგენზე, რაც უზრუნველყოფს მის შეუდარებელ და დაუჯერებელ ეფექტურობას:

→ დამცავი მოქმედება – ხელს უშლი ზოოსპორების გავრცელებას და გაღივებას;

→ სამკურნალო მოქმედება – აჩერებს მიცელიუმის ზრდას;

→ ანტისპორულაციური მოქმედება – ხელს უშლის სპორების წარმოქმნას;

→ აღმომფხვრელი მოქმედება – აჩერებს დაზიანებული კერების გაფართოვებას.

კარგად გამოხატული ტრანსლამინარული და სისტემური თვისებების გამო, “ზორვეკ ვინაბელი“, ეფექტურად იცავს მცენარის დამუშავებულ ნაწილებს მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში.

 

„ზორვეკ ვინაბელი“-ს მთავარი უპირატესობები:

→ სწრაფად აღწევს მცენარის ცვილისებურ ფენაში და შესხურებიდან 20 წუთში უკვე არ ირეცხება მოულოდნელად მოსული წვიმით და არ საჭიროებს გადაწამვლას;

→ ახასიათებს გამოკვეთილად სისტემური მოქმედება და ეფექტურად იცავს ახალ ნაზარდს; იცავს იმ ახლადგამოტანილ ფოთლებსაც კი, რომლებიც არ არსებობდნენ შესხურების მომენტისათვის;

→ ხასიათდება ყველაზე ხანგძლივი გარანტირებული მოქმედებით – 14 დღემდე;

→ არ გააჩნია ჯვარედინი რეზისტენტობა არც ერთ არსებულ ჭრაქის საწინააღმდეგო ფუნგიციდთან, რაც უზრუნველყოფს უაღრესად მაღალ ეფექტურობას;

→ არ ახდენს გავლენას ღვინის ფერმენტაციაზე;

→ ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის და ფუტკრისათვის.

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე