უნიკალური სასუქი ყველა ტიპის ნიადაგისთვის!

გაგაცნობთ , კარტლისის პარტნიორ ფრანგულ კომპანია ტიმაკ აგროს, რომელიც მრავალი ათეული წელია მსოფლიო ბაზარზეა და წარმოგვიდგენს უნიკალურ შესაძლებლობების მქონე სასუქს, ევროტიმს და ევროპაკს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ბაზარზე, აღასანიშნავია ისიც რომ მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ნიადაგისთვის.

კომპანიის მეცნიერებმა შექმნეს და დააპატენტეს უნიკალური ორგანული კომპლექსი MPPA(მპპა) რომელიც მიღებულია ბუნებრივი მცენარეული ნედეულისაგან. MPPA(მპპა) იცავს სასუქის შემადგენლობაში არსებულ ფოსფორს ბლოკირებისგან როგორც ტუტე, ასეე მჟავე ნიადაგებში.

სწორედ ამიტომ, ევროტიმსა და ევროპაკში არსებული ფოსფორი და სხვა ელემენტები 100 %-ით ხელმისაწვდომია მცენარისათვის. შედეგად ვღებულობთ მცენარეების ჯანსაღ და სრულფასოვან ზრდას.

ევროტიმი და ევროპაკი ასევე გამორჩეულია მიკროელემენტების მაღალი შემცველობით, რომელის რაოდენობაც სხვა სასუქებთან შედარებით ბევრად მეტია( მინიმუმ 10 ჯერ).

• 0.3% თუთია, 0.3 % ბორი, 18 % გოგირდი – ევროპაკი;

• 0.2 % ბორი, 20% გოგირდი – ევროტიმი.

თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ მცენარე მოსვენების პერიოდში იმარაგებს, როგორც ძირითად საკვებ ელემენტებს( N-P-K) ასევე მიკრო ელემენტებსაც( Zn-B-Mg-Ca და ა.შ.) ეს მას სჭირდება გაზაფხულზე სწრაფი და მძლავრი განვითარების დასაწყებად .მრავალწლიან მცენარეებში, ვაზში, კაკალში,თხილში, ვაშლში, ატამში და ა.შ. მოსავლის აღების შემდეგ, ნიადაგში საკვები ელემენტები მინიმუმამდე არის დაყვანილი.

სწორედ ამიტომ მცენარე ვერ ახერხებს საგაზაფხულო სტარტისთვის საჭირო ნივთიერებების დაგროვებას, სეზონის განმავლობაში მცენარის სრულფასოვანი განვითარებისათვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დამარაგებული საკვები ნივთიერებები არაა საკმარისი, სწორედ ამიტომ სრული ვეგეტაციისთვის საჭირო ელემენტებით შევსება ხდება ადრე გაზაფხულზე სასუქის შეტანით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ”კარტლისი“ გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს ფერმერებისთვის. ვაზი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 300 -350 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვით

• გვიან შემოდგომაზე ნოემბრის თვეში 200 კგ;

• 100 -150 კგ გაზაფხულზე, მარტის თვეში. ხეხილი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 400-450 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვით

• გვიან შემოდგომაზე ნოემბერში 200-250 კგ

• აპრილის თვეში 200-250 კგ-ჰაზე. თხილი – 350-400 კგ 1 ჰა-ზე

• 200 ნოემბერში კგ;

• 150 -200 კგ აპრილის დასაწყისში. 

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე