ფერმერთა საყურადღებოდ!

კომპანია კარტლისი, როგორც სათესლე სიმინდის მწაროებელი ამერიკული კომპანია „პიონერი“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე (საგარეჯო, სართიჭალა, აფენი) გამოჩნდა გაყალბებული სათესლე სიმინდი  „პიონერის“ სავაჭრო ნიშნით. მაგალითისათვის გაცნობებთ, რომ ბაზარზე პიონერის ნიშნით გამოჩნდა ჰიბრიდი PR31N27, რომელსაც კომპანია „პიონერი“ უკვე 3 წელია არ აწარმოებს და არ ყიდის. ასევე საეჭვო არის ჰიბრიდი PR31Y43, რომლის პარტიის ნომერი კომპანია „პიონერმა“ არ დაადასტურა.

კომპანია კარტლისი და „პიონერი“ მოგიწოდებთ იყოთ ყურადღებით, ნუ შეგაცდენთ დაბალი ფასები და საფრთხეში არ ჩააგდოთ ერთი წლის ნამუშევარი და თქვენი კეთილდღეობა !!!

იყიდეთ „პიონერის“ სათესლე მასალა მხოლოდ სანდო წყაროდან!!!

გისურვებთ მაღალ მოსავალს!

კარტლის აგროსისტემები

სხვა სიახლეები

რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

ბატავიას ტიპის სალათი- Estony - უმაღლესი ხარისხის სალათი თქვენი მეურნეობისთვის

 

 ბატავიას ტიპის სალათი- Estony - Enza Zaden-ისგან, ესტონი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და გარემო პირობებისადმე მაღალი ამტანობით, მას  მაღალი წონა და კომპაქტური თავთავი გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ სალათი დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს და ტრანსპორტირების მაღალი მედეგობა აქვს.

უფასო დაზღვევა არსებობს - მას მხოლოდ კარტლისი გთავაზობთ

კარტლისის დაზღვევის პროგრამა გრძელდება, ნებისმიერ მომხმარებელს მასში ჩართვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ამით თქვენი მოსავალი დაცული იქნება სეტყვის ან ქარიშხლისაგან.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა არსებობს - კარტლისი თანადგომის პროგრამას აგრძელებს

 

კარტლისი აგრძელებს ფერმერთა თანადგომის პროგრამას, რომელიც ყველა მომხარებელს, რომელიც პესტიციდებს კარტლისის მაღაზიათა ქსელში შეიძენს, საჩუქრად უფასო დაზღვევას სთავაზობს.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა ფერმერს კარტლისის მაღაზიაში პესტიციდების შეძენისას გადაეცემა, მომხმარებელი დამატებით არც ერთ თეთრს არ იხდის, თანადგომის პროგრამის ფარგლებში, იგივე ფასად რაც პესტიციდებში უნდა გადაეხადა დამატებით სარგებელს - დაზღვევას საჩუქრად იღებს.

ტომსკი - თანამედროვე პომიდვრის თესლი ძველი გემოვნური თვისებებით

 

ქართველი მომხმარებელი პომიდვრის შეძენისას ხშირად იხსენებს ათწლეულის წინ არსებულ გემოს და გამოთქვამს სურვილს დღესაც იგივე მახასიათებლების პროდუქცია მიიღოს, ხშირ შემთხვევაში შეცვლილი გარემო პირობების და ახალი ვირუსების თუ დაავადებების გავრცელების გამო, ასევე ჯიშების აღრევისა და სელექციური მიდგომების შეჩერების შედეგად ძველი მახასიათებლების მიღება თითქმის ვეღარ ხერხდება.

 

ნაყოფის ანალიზი - ადგილობრივი და საექსპორტო პროდუქციისთვის

 

სურსათის უვნებლობა და ხარისხი საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. სურსათის უვნებლობა გულისხმობს, რომ პროდუქტი არაა მავნებელი მომხმარებლისთვის და არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას, ხოლო სურსათის ხარისხი განისაზღვრება პროდუქტის კვებითი მახასიათებლები- მასში ტოქსიკური და ხარისხობრივი პარამეტრების შემცველობით.

ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა - ყოველწლიური რუტინა ფერმერებისთვის

შემოდგომით ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ველზე სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი რიგის სამუშაო ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა, მასში მცენარისთის საჭირო საკვები ნივთიერებების შემოწმება და მიღებული შედეგების ანალიზია, სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ნაკვეთში, სასუქის სახით შესატანი ნივთიერებების საჭიროება.

ნიადაგის ანალიზის დროა

 

მოსავლიანობის გასაზრდელად  ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.

ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე