2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

PR22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია “კარტლისი”-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონ სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰქტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები “კარტლისი”-ს ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამისი სქემით დამუშავებას და ა. შ. “ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოშობისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის”- აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.

მოსავლის აღების პრეზენტაციას ის ფერემერებიც დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა კულტურის მარცლეული მოყავთ, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული სათესლე ჯიშით იმდენად დაინტერესდნენ, რომ საკუთარ მიწებზე წელს ხორბალსაც დათესავენ. “კომპანია “კარტლისი”-სგან 30 ტონა ხორბლის თესლი შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმაზე ბევრად მეტი მოსავალი მივიღე, რასაც ველოდი. 70 ჰექტრზე მაქვს დათესილი და 600 ტონა მოსავალს ავიღებ. ეს ჯიში პირველად მოვსინჯე. აქამდე საქართველოში ფართოდ გავრცელებულ “ბეზოსტაია-1″-ს (რომელიც საქართველოში “უფხო პირველით” არის ცნობილი) ვთესავდით. ამასთან შედარებით ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ. განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის ძალიან დიდია”- განაცხადა ფერმერმა მირიან ჩხიტუნიძემ.

ხორბლის აღების პროცესს ესწრებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ გამოცდის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითი შეფასება მისცა. “კარტლის“-მა ხორბლის ეს ჯიში გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ქართლსა და კახეთში გამოცადა და ძალზე კარგი შედეგი მიიღო. ამიტომ დადებითად ვახასიათებ ამ ჯიშს, რადგან სხვა, არაერთ დადებით თვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხვა ჯიშებთან შედარებით ადრეულია. მოსავლის აღების შემდეგ, მზად ვარ, დავუწერო რეკომენდაცია, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ. მისი განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაში მდგომარეობს” – აცხაებს აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი.

კომპანია “კარტლისი”-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, PR22R58 ჯიშის ხორბალი თავდაპირველად საქართველოში ფართოდ გამოსცადეს – 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1″ (საქართველოში ცნობილი როგორც “უფხო პირველი”). ჯიშმა PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს ” ბეზოსტაია-1″-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე “კარტლის“-თან ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და, შესაბამისად, ფასებიც აქვს საკმაოდ მაღალი. ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე შეადგენს 1,1 ევრო/კგ

სხვა სიახლეები

რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

ბატავიას ტიპის სალათი- Estony - უმაღლესი ხარისხის სალათი თქვენი მეურნეობისთვის

 

 ბატავიას ტიპის სალათი- Estony - Enza Zaden-ისგან, ესტონი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და გარემო პირობებისადმე მაღალი ამტანობით, მას  მაღალი წონა და კომპაქტური თავთავი გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ სალათი დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს და ტრანსპორტირების მაღალი მედეგობა აქვს.

უფასო დაზღვევა არსებობს - მას მხოლოდ კარტლისი გთავაზობთ

კარტლისის დაზღვევის პროგრამა გრძელდება, ნებისმიერ მომხმარებელს მასში ჩართვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ამით თქვენი მოსავალი დაცული იქნება სეტყვის ან ქარიშხლისაგან.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა არსებობს - კარტლისი თანადგომის პროგრამას აგრძელებს

 

კარტლისი აგრძელებს ფერმერთა თანადგომის პროგრამას, რომელიც ყველა მომხარებელს, რომელიც პესტიციდებს კარტლისის მაღაზიათა ქსელში შეიძენს, საჩუქრად უფასო დაზღვევას სთავაზობს.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა ფერმერს კარტლისის მაღაზიაში პესტიციდების შეძენისას გადაეცემა, მომხმარებელი დამატებით არც ერთ თეთრს არ იხდის, თანადგომის პროგრამის ფარგლებში, იგივე ფასად რაც პესტიციდებში უნდა გადაეხადა დამატებით სარგებელს - დაზღვევას საჩუქრად იღებს.

ტომსკი - თანამედროვე პომიდვრის თესლი ძველი გემოვნური თვისებებით

 

ქართველი მომხმარებელი პომიდვრის შეძენისას ხშირად იხსენებს ათწლეულის წინ არსებულ გემოს და გამოთქვამს სურვილს დღესაც იგივე მახასიათებლების პროდუქცია მიიღოს, ხშირ შემთხვევაში შეცვლილი გარემო პირობების და ახალი ვირუსების თუ დაავადებების გავრცელების გამო, ასევე ჯიშების აღრევისა და სელექციური მიდგომების შეჩერების შედეგად ძველი მახასიათებლების მიღება თითქმის ვეღარ ხერხდება.

 

ნაყოფის ანალიზი - ადგილობრივი და საექსპორტო პროდუქციისთვის

 

სურსათის უვნებლობა და ხარისხი საბოლოო პროდუქტის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. სურსათის უვნებლობა გულისხმობს, რომ პროდუქტი არაა მავნებელი მომხმარებლისთვის და არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას, ხოლო სურსათის ხარისხი განისაზღვრება პროდუქტის კვებითი მახასიათებლები- მასში ტოქსიკური და ხარისხობრივი პარამეტრების შემცველობით.

ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა - ყოველწლიური რუტინა ფერმერებისთვის

შემოდგომით ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ველზე სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი რიგის სამუშაო ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა, მასში მცენარისთის საჭირო საკვები ნივთიერებების შემოწმება და მიღებული შედეგების ანალიზია, სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ნაკვეთში, სასუქის სახით შესატანი ნივთიერებების საჭიროება.

ნიადაგის ანალიზის დროა

 

მოსავლიანობის გასაზრდელად  ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.

ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე