კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

დმანისის რაიონის მიწები ხორბლის კულტურისთვის ნოყიერი და ხელსაყრელი არასოდეს ყოფილა. მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა, რაც ამ მიდამოში ხორბლისგან აუღიათ, ჰექტარზე სამ ტონას არ აღემატება. მიღებული შედეგები ნათლად აჩვენებს კომპანია „კარტლისი“-ს მიერ დამუშავებული ხორბლის მოყვანის ტექნოლოგიის და შერჩეული ჯიშის უპირატესობას არსებულთან შედარებით. ხორბლის ჯიში PR22R58 -  ხასიათდება მაღალმოსავლიანობით და სტრესული პირობებისადმი კარგი მედეგობით.

PR22R58 ჯიშის ხორბლის მოყვანის პროცესს აკვირდებოდა აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითად აფასებს და ფერმერებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ხორბლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ.

“ხორბლის ახალი ჯიში PR22R58 ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. თესვამ კარგი შედეგი გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში 1 ჰექტარზე 9  ტონამდე ხორბლის მოსავალს იძლევა. ორივე ნაკვეთზე – მარნეულშიც და დმანისშიც ყანები “კარტლისი”-ს ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამის დამუშავებას, სასუქებისა და ჰერბიციდის სწორ შერჩევას და გამოყენებას, სასუქებით გამოკვების სქემის დამუშავებას და სხვა“, – აცხადება კომპანია „კარტლისი“-ს დირექტორი რობერტ რევია.

სხვა სიახლეები

კარტლისის აკადემია გახლავთ, პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

აკადემიაში დღემდე გადამზადებულია 4000-მდე ფერმერი, სრულიად უანგაროდ სხვადასხვა მიმართულებით!

ალბათ გაინტერესებთ, თუ საიდან ემართება მცენარეს ქეცი, რომელიც საშიში დაავადებაა. დაავადების გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ფოთლებში  და ტოტებში. იგი ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის წვეთების და სხვადასხვა სახეობის მწერების საშუალებით.

ფოთლებზე დაავადება ძირითადად მოყვითალოა, შემდეგ კი მუქდება და წენგოსფერი ხავერდოვანი ფიფქით, სოკოს ნაყოფიანობით იფარება.

კომპანია კარტლისი წარმოგიდგენთ ბელგიური კომპანია,"ლიმას" წარმოებულ ინოვაციურ სასუქს გროგრინ ვეგეტაციას. იგი ხელს უწყობს  მცენარის ინტენსიურ ზრდას და ვეგეტატიური ნაწილის გაძლიერებას.

ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტუქტურა და უნიკალური ფორმულაცია გვაძლევს საუკეთესო შედეგის გარანტიას. გროგინ ვეგეტაცია გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად, როგორც ფოთლიდან, ასევე  წვეთოვანი მორწყვის საშუალებით (ფერტიგაციით).

გროგირნ ვეგეტაციაში დაბალანსებული ფორმულა ძირითადი ელემენტების მაღალი შემცველობით უზრუნველყოფს მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ყველა აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტებით.

კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ თხილის დაცვის სქემას.

გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

კარტლისი გთავაზობთ ესპანური ბრენდ „CODA”-ს მიერ წარმოებულ ბიო სასუქებს: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი.

აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება არის შესაძლებელი სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში.

კოდაჰუმუს 20 – 22.8% ორგ (11.3% ჰუმინური მჟავები + 11.5% ფულვო მჟავები) + 3.6% K2O (წ/მ)

ნიადაგში შესატანი პრეპარატი წარმოადგენს ორგანულ თხევად კორექტორს ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისაგან.

როდის გამოიყენება?

სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას, რომელიც განაპირობებს მცენარის სიძლიერეს!

კომპანია კარტლისი  გაგაცნობთ უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებულ სტიმულატორს.

კოდაფოლი k35  მჟავა 35% K2O (წ/მ)  პრეპარატი, რომელიც  წარმოადგენს ფოთლიდან შესატან სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით.

როდის გამოიყნება?

კომპანია „კარტლისმა“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა!

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 23 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს!

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე