,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოში სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი -Adrianus Streef.   

აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს,  სხვადასხვა მიმართულებით,

იგი  უწევს სამეცნიერო კონსულტაციას,  ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.

ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას,  მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი-დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში.  კურსი მოიცავს , მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი)  ,  ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს. (გასხვლა, ფორმირება)

პროექტი  გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის  სპეციალისტებს  ექნებათ საშუალება ,მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის   აგროტექნიკური ღონისძიებები მტელი სეზონის განმავლობაში.

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.

 

სხვა სიახლეები

კარტლისი გთავაზობთ ესპანური ბრენდ „CODA”-ს მიერ წარმოებულ ბიო სასუქებს: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი

აღნიშნული პრეპარატების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შესაძლებელია ორგანულ მიწათმოქმედებაში.

კოდაჰუმუს 20 22.8% ორგ (11.3% ჰუმინური მჟავები + 11.5% ფულვო მჟავები) + 3.6% K2O (წ/მ)

ნიადაგში შესატანი პრეპარატი წარმოადგენს ორგანულ თხევად კორექტორს ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისაგან.

როდის გამოიყენება?

კარტლისის პრეპარატების დახმარებით, ვაზმა იდეალურად გაიარა წინა ფაზები!

წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

კახეთში ყურძენი უკვე შეთვალების ფაზაში შევიდა, მარცვალი ნელნელა საგრძნობლად მსხვილდება და უახლოვდება სიმწიფის პერიოდს!

ამ პერიოდის ტენის და მზის სხივების მონაცვლეობა იდეალურია ყურძნის სასურველი კონდიციის მისაღებად!

კარტლისი გირჩევთ:

 

მცენარე თესლის გაღივების მომენტიდან იწყებს ბრძოლას სხვა მცენარეებთან ადგილის, სინათლის, წყლისა და მინერალური ნივთიერებებისთვის.

ბაქტერიები, პარაზიტული სოკოები, მწერები, ნემატოდები და სხვა პათოგენები და მავნებლები თავს ესხმიან ახალგაზრდა, სუსტ აღმონაცენებს.

მცენარეებს ევოლუციის პროცესში უნდა აღეჭურვათ თავი სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ პათოგენებისა და მავნებლებისგან თავის დაღწევას, ან მათ დაფრთხობას.

კომპანია კარტლისი გთავაზობთ სისტემურ ინსექტიციდს, მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

მისი ისტორია, სოფლის მეურნეობის სფეროში მაშინ დაიწყო, როდესაც ის გახდა კარტლისის აკადემიის წევრი და სპეციალისტებთან ერთად შეუდგა დაგეგმარებას!

200 მეტრით დაიწყებული მეურნეობა, ეხლა 2,5 ჰექტარის წარმოადგენს!

აკადემიის წევრი, ფერმერი აჭარის რეგიონიდან – ნადიმ მელაძე,  რომელიც გახლავთ  ხილ-ბოსტნეულის სადისტრიბუციო კომპანია ,,მელა“-ს  ხელმძღვანელი და ამავდროულად ახორცილებს სალათის კულტურის მოვლა/მოყვანას.  

სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას, რომელიც განაპირობებს მცენარის სიძლიერეს!

კომპანია კარტლისი  გაგაცნობთ უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებულ სტიმულატორს უმაღლესი ხარისხის.

კოდაფოლი k35  მჟავა 35% K2O (წ/მ)  პრეპარატი, რომელიც  წარმოადგენს ფოთლიდან შესატან სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით.

როდის გამოიყნება?

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს. ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს!

ამ პერიოდისთვის, ვაზი იმყოფება ისვრიმობის დასაწყისში, ანუ ჩამოყალიბებული მწვანე მარცვალის ფაზაში!

კარტლისის პრეპარატების საშუალებით, იდეალურად გაიარა წინა ფაზები და წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

ამ ეტაპზე, ვიყენებთ ისევ სისტემურ-კონტაქტურ პრეპარატებს, სპილენძის შემცველ კურზატს.

ჩაატარეთ ფოთლის ანალიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე