ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.
“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აგრარულ სექტორშში წამყვან კომპანია “კარტლის“-სა და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობა, პირველ ეტაპზე 15 ახალგაზრდის სოფლის მეურნეობის სპეციალისტად აღზრდას ითვალისწინებს.
როგორც კომპაიაში განმარტავენ, ახალგაზრდებს პრაქტიკულ სამუშაოებს “კარტლისში” მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები შეასწავლიან. “კარტლისი”-ს მიწებზე ხორბლის, სიმიდნის და კარტოფილის თესვის, მიწის დამუშავების და მოსავლის აღების პროცესში მომავალი ფერმერები თავად მიიღებენ მონაწილეობას. ხვნა-თესვის სამუშაოები ასევე ჩატარდება საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ 15 ჰექტარ მისწის ფართობზე.
“კარტლის”-ის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მომავალი სეზონისთვის ახალგაზრდა ფერმერები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შეძლონ იმ მიწების დამუშავება, რომელსაც პროექტის ფარგლებში მათ საპატრიარქო გამოუყოფს.
“დღეს-დღეობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიონალი ფერმერების ნაკლებობაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საპატრიარქოს წამოწყებას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ სასოფლო-საგანმანათლლებლო სფეროში. აღნიშნულ პროექტს კომპანია “კარტლისი” სოციალური პასუხისგბლობის ფარგლებში განახორციელებს”, აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.
“აგრობიზნესის განვითარების ინოვაციური ცენტრი უწმინდესის კურთხევით დაარსდა და მისი ძირითადი მიმართულება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების განათლება და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა. პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს რაიონში 20 ჰექტარზე უვე ჩავატარეთ სახნავ-სათესი სამუშაოები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვერდში გვიდგას ასეთი წარმატებული აგრო კომპანია, როგორიც “კარტლისი”-ა, – განაცხადა აგრობიზნესის ინოვაციური ცენტრის განერალურმა დიექტორმა კონსტანტინე სვანაძემ.
კომპანია “კარტლის”-მა საპატრიარქოს პროექტის მხარდასაჭერად, ახალგაზრდა ფერმერებს უფასოდ გადაეცა 3,3 ტონა ხორბლის მაღალი ხარისხის სათესლე მასალა და 750 კილოგრამი სასუქი . “კარტლისი”-ს მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მემორანდუმი ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ცერემონიაზე საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დარგის თავმჯდომარე დეკანოზი თევდორეც იმყოფებოდა, რომელმაც მომავალი ფერმერები დალოცა და წარმატება უსურვა.