ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ფერმერებს მოსავლის მოსაყვანად დიდი ხარჯების გაღება უწევთ, დაწყებული ტექნიკიდან, დასრულებული შეწამვლის ხარჯებით. ის შემოსავალი კი, რაც თავიანთი ნამუშევრიდან უნდა მიიღონ, სამწუხაროდ, წყალში ეყრებათ.
სტიქიური მოვლენებისგან თავის არიდება რთულია, თუმცა შესაძლებელია, მათგან მიღებული ზარალის შემცირება.