ჩვენი ერთგული ფერმერი, რომელიც თავის აზრს გვიზიარებს კიტრი ჯაზერი-თან დაკავშირებით, თუ როგორ დაიმკვიდრა ქართული ბაზარი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ გემური თვისებებით და დაავადებების მიმართ საუკეთესო შედეგის გამოვლენით.
ეს გახლავთ კიტრი სახელწოდებით ,,ჯაზერი“ .
მოგვიყევით როგორ გახდა კიტრი სახელად ,,ჯაზერი“ იგივე (ამერიკული სლაისერი) თქვენთვის საინტერესო და უკვე ბაზრისთვის მოთხოვნად პროდუქტად?
ფერმერი: ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ, კომპანია კარტლისის ტრენინგ სემინარებს ვესწრებოდი 2017 წელს კარტლისის აკადემიის ფარგლებში. სემინარების გავლის შემდეგ გადმომცეს სერთიფიკატი და მცირედი საჩუქრები. ამ საჩუქრების ჩამონათვალში შედიოდა კიტრის თესლი სახელად ,,ჯაზერი“. 100 მარცვალი იყო როგორც მახსოვს, (იცინის) პატარა ფართობზე დავთესე საცდელად და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, სხმა ქონდა ძალიან ძლიერი და დაავადებებსაც ადვილად გაუმკლავდა.
სხვა დროს სხვა კომპანიის ჰიბრიდის სათესლე მასალა თუ გამოგიყენებიათ, თუ ეს თქვენი პირველი მცდელობა იყო?
ფერმერი: კი, დამითესავს სხვა ჯიშებიც მაგრამ უფრო მეტად ჭირდებოდათ დაავადებების მიმართ ბრძოლა, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჰიბრიდს ,,ჯაზერს“ ეს ნამდვილად მეტად გამძლეა სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
ძალიან კარგია რომ კმაყოფილი ხართ, მაგრამ ისიც გაგვიზიარეთ ბაზრისთვის რამდენად არის მოთხოვნადი ეს კონკრეტული ჰიბრიდი?
ფერმერი: მოგახსენებთ, მოწეული მოსავალი ადგილობრივ რამოდენიმე მარკეტს შევთავაზე და ბაზარმაც არ დააყოვნა მოთხოვნას ვეღარ ვაკმაყოფილებდი (იცინის) და შედეგი დღეს ნათელია, კასპის პატარა ( მცირე ) მარკეტიდან გადავინაცვლე თბილისის დიდ მარკეტზე.
აკადემია ახსენეთ დასაწყისში, ამის შესახებაც გვითხარით მოკლედ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
ფერმერი: მინდა ავღნიშნო ამ პროექტის შესახებ, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა როგორც ჩემს პიროვნულ განვითარებაზე, როგორც ფერმერის, ასევე ადგილი დაუმკვიდრა ბევრ იმ ახალ ბოსტნეულის ჰიბრიდებს, რომლებიც აქამდე საქართველოში არ იწარმოებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, რომელსაც კომპანია კარტლისი ატარებს ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარების კუთხით. კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც აიღებენ კარტლისისგან მაგალითს და დანერგავენ უფრო მეტ სიახლეებს.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო