NPK 10-11-16
ევროპაკი წარმოადგენს უნიკალურ სასუქს, რომელიც ერთნაირად ეფექტურია როგორც ტუტე, ასევე მჟავე ნიადაგებში. ცნობილია, რომ ნიადაგში არსებული ქიმიური ელემენტები ადვილად შედიან რეაქციაში ფოსფორთან, ბოჭავენ მას და ხელმიუწვდომელს ხდიან მცენარისათვის. ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებლის სიდიდიდან გამომდინარე ფოსფორის 40-60% იბოჭება კალციუმის, ალუმინის და სხვა ელემენტების მიერ და ხელმიუწვდომელი ხდება მცენარისათვის. ფრანგული კომპანია TimacAgro-ს მეცნიერებმა შექმნეს და დააპატენტეს უნიკალური ორგანული კომპლექსი MPPA (მპპა), რომელიც მიიღება ბუნებრივი მცენარეული ნედლეულისაგან. MPPA (მპპა) იცავს სასუქის შემადგენლობაში შემავალ ფოსფორს ბლოკირებისაგან როგორც ტუტე ასევე მჟავე ნიადაგებში. სწორედ MPPA-ს (მპპა) შემცველობა ხდის ევროპაკს გამორჩეულ სასუქად.
უპირატესობები:
სწრაფად ხსნადი: ევროპაკი სწრაფად იხსნება ნიადაგში ტენის მოხვედრისთანავე. სხვა სასუქებისგან განსხვავებით არ არის საჭირო ამ სასუქების წინასწარი შეტანა. რაც გამორიცხავს აზოტის დანაკარგს.
დაცული ფოსფორი: MPPA-ი უზრუნველყოფს ფოსფორის დაცვას ბლოკირებისაგან ყველა ტიპის ნიადაგში. გარანტირებულია, რომ შეტანილი ფოსფორის 100%-ი ხელმისაწვდომი იქნება მცენარისათვის ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებლის მიუხედავად.
ხელმისაწვდომი გოგირდი: შეიცავს თხილისათვის აუცილებელ გოგირდს მცენარისათვის ხელმისაწვდომი ფორმით.
მიკროელემენტები: თხილისათვის აუცილებელი ბორის და თუთიის შემცველობა უზრუნველყოფს ყვავილედის ნორმალურ განვითარებას და უნაყოფობის პრევენციას. აუმჯობესებს ქარით ჩამოყრისადმი მედეგობას.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო