კალასული

კალიუმის სულფატი K2SO4
 0-0-50+46SO3    
46%SO3 + 50%K2O

დანიშნულება:  წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთლიდან, ფერტიგაციით (წვეთოვანი მორწყვით) და ნიადაგში შეტანით. ფართოდ გამოიყენება ჰიდროპონიკაში.

ფასი

3 კგ - 24ლარი

25 კგ - 142.5ლარი

უპირატესობები:

  • კალასული წარმოადგენს კალიუმის (50%) და გოგირდის (46%) მაღალკონცენტრირებულ წყალში ადვილად ხსნად კრისტალურ სასუქს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მცენარეს კალიუმით და გოგირდით.
  • კალიუმი უზრუნველყოფს მცენარეთა ქსოვილში წყლის, საკვები ელემენტების და ნახშირწყლების მოძრაობას, ასევე დიდ გავლენას ახდენს ცილის, სახამებლის და ადენოზინ ტრიფოსფატის (ATP) წარმოქმნაზე. ის აუმჯობესებს გვალვის მიმართ გამძლეობას, ინარჩუნებს მცენარეში წყლის ბალანსს და ამცირებს წყლის აორთქლებას. კალიუმი ხელს უწყობს ნაყოფის დამწიფება-დამსხვილებას და შაქრების დაგროვებას.
  • გოგირდი, როგორც მიკროელემენტი აუცილებელია მცენარის განვითარებისთვის. ის შედის ამინომჟავების შემადგენლობაში და მონაწილეობს უჯრედში ენერგიის გადატანის პროცესებში. ასევე გოგირდი ტუტე ნიადაგებში ზრდის ფოსფორის, კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების მცენარისათვის ხელმისაწვდომობას.
  • ტუტე ნიადაგებზე კალიუმის წყაროდ კალასულის (კალიუმის სულფატის) გამოყენება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია

 

ყურადღება! მოერიდეთ კალასულის (კალიუმის სულფატის) გამოყენებას წყლებში, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი სიხისტით და კალციუმის მაღალი შემცველობით.

 

კულტურები:
გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

     (ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები, ხორბალი, ქერი, სიმინდი, მზესუმზირა და სხვ. 100-200 კგ/ჰა
ვაზი, ხეხილი, ზეთისხილი, ნუში, კაკალი, ციტრუსები 120-220 კგ/ჰა

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე