კორაგენი

კულტურა:
ყურძენი, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი, თეთრთავიანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი

დაავადება, მავნებელი:
კოლორადოს ხოჭო, ჩრჩილები, თეთრულა, ხვატარები, კოლოფა ჭია, ყურძნის ჭია, ქლიავის ნაყოფჭამია, ჩრჩილები, აღმოსავლეთის ნაყოფჭამია, ჩრჩილი, ფოთლიხვევიები, ვაშლის ნაყოფჭამია

მოქმედი ნივთიერება:
ქლორანტრანილიპროლი 200 გ/ლ

მწარმოებელი:
DuPont Solutions S.A.S., შვეიცარია

ფასი

0,012 ლიტრი - 15 ლარი

0,2 ლიტრი - 195 ლარი

ახალი თაობის მაღალეფექტური ინსექტიციდი მოქმედების უნიკალური მექანიზმით. კორაგენი მავნებლის სახეობის, კულტურისა და გარემო პირობების მიხედვით ანადგურებს მავნებლებს მათ ნაწლავებში მოხვედრის ან მათთან კონტაქტის დროს, ზოგიერთი სახეობისათვის ის აგრეთვე ავლენს ოვიციდურ ქმედებას. კორაგენი ააქტიურებს მწერების რიანიდინურ რეცეპტორებს, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს გლუვი და ზოლოვანი კუნთების შიდა საცავებიდან კალციუმის გამოთავისუფლებას, იწვევს კუნთების რეგულაციის მოშლას, დამბლას და ბოლოს მწერის დაღუპვას. მოწამვლის შემდეგ მწერი სწრაფად წყვეტს მოძრაობას და კვებას. მგრძნობიარე მწერები იღუპებიან 2-4 დღის ვადაში.

გამოყენების ნორმები:

კულტურა მავნებელი გამოყენების დრო და მეთოდი პრეპარატის ხარჯვის ნორმა    (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა
ვაშლი, ვაზი ნაყოფჭამია, ფოთლიხვევია შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,15 10-14 2
პომიდორი ხვატრები, სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,15 10-14 2
პომიდორი კოლორადოს ხოჭო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,04 21 (დაცვითი მოქმედება) 1
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ჩრჩილი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,04-0,1 - 1
სიმინდი შვედური ბუზი, სიმინდის ფარვანა, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,1-0,2 7 2
მზესუმზირა მღრღნელი ხვატრები, ალურა, ხარაბუზა, მდელოს ფარვანა, ქაცეფეხა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,1-0,2 20 2
ნესვი ალურები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,15-0,4 7 2
გოგრა ხვატარი, კარადნირა, ალური შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,25-0,4 7 2
საზამთრო ციცქნა, ჩრჩილები, ფრთათეთრა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4-0,5 7 2
სამკურნალო ბალახები ბამბის ხვატარი, კარადნირა, ხვატრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,25-0,4 14 2

გამოყენების ტექნოლოგია: სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად ავზში ჩაასხით წყლის გაანგარიშებული რაოდენობა. ჩართეთ მომრევი მოწყობილობა და დაუმატეთ პრეპარატი. არ დაუშვათ სამუშაო ხსნარის დაღვრა მისი მომზადებისა და შემასხურებლის ავსების პროცესში. სამუშაო ხსნარი უნდა გამოიყენოთ მისი მომზადების დღეს. შესხურების შემდეგ აუცილებლად გამორეცხეთ და გააშრეთ შემასხურებელი. ყოველი მომდევნო კომპონენტის დამატებამდე დარწმუნდით, რომ წინა კომპონენტი კარგად გაიხსნა.

სამუშაო ხსნარში პესტიციდების შერევა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • წყალში ხსნადი პაკეტები;
  • წყალში ხსნადი გრანულები;
  • სველებადი ფხვნილები;
  • კორაგენი და წყლიანი სუსპენზიების სხვა კონცენტრატები;
  • წყალში ხსნადი კონცენტრატები;
  • ემულსიის კონცენტრატები;
  • მიმწებებლები, ზეთები;
  • ხსნადი სასუქები;
  • ჩამორეცხვის შესამცირებელი ნივთიერებები.

გამოყენების წესი:

აუცილებელია დააკვირდეთ მავნებლის რიცხოვნობას და მავნებლობის ეკონომიკური ზღვარის ადგილობრივი მონაცემების შესაბამისად განსაზღვროთ წამლობის აუცილებლობა. მავნებლებთან საბრძოლველად შესაძლებელია დაგჭირდეთ ერთზე მეტი წამლობა. წამლობათა შორის ინტერვალია: 10-14 დღე და დამოკიდებულია მავნებლის ინტენსივობასა და ამინდზე. მცენარეების წამლით სრულად დასაფარად გამოიყენეთ სამუშაო ხსნარის შესაბამისი რაოდენობა. კორაგენი გამოიყენება მიწისზედა დამუშავებისათვის. აუცილებელია გააკონტროლოთ შემასხურებლის სწორად დაკალიბრება. ხასიათდება წვიმით ჩამორეცხვის მიმართ მდგრადობით. არ საჭიროებს ხელახალ წამლობას თუ გაწვიმებამდე კორაგენის ხსნარი შეშრა დამუშავებულ მცენარეებზე (როგორც წესი 1-2 საათის დამუშავებიდან).

რეზისტენტობის წარმოქმნის ალბათობა: სხვა ქიმიური ჯგუფის ინსექტიციდებთან მონაცველობით გამოყენებისას ნაკლებად ალბათურია პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადობის წარმოქმნა. ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე ინსექტიციდების ერთ უბანზე რამოდენიმე წლის განმავლობაში გამოყენებისას ადგილი აქვს მავნებლების ნაკლებ მგრძნობიარე პოპულაციების ბუნებრივ წარმოქმნას. მათ გააჩნიათ უნარი გადარჩნენ, გამრავლდნენ და დროთა განმავლობაში გახდნენ დომინანტები მოცემულ უბანზე. მსგავსი პოპულაციების განვითარების შენელება ან თავიდან აცილება შესაძლებელია მოქმედების განსხვავებული მექანიზმის მქონე ინსექტიციდებით მონაცვლეობითი დამუშავებით. კორაგენი IRAC კლასიფიკაციით, მიეკუთვნება ინსექტიციდების 28-ე ჯგუფს (რიანოდინული რეცეპტორების მოდულატორი). კორაგენი-ს ან 28-ე ჯგუფის სხვა ინსექტიციდის განმეორებადმა და მუდმივმა გამოყენებამ ზოგიერთ კულტურაზე შესაძლებელია გამოიწვიოს მწერების მდგრადი თაობების წარმოშობა. რეზისტენტობის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად ინსექტიციდ კორაგენი-ს გამოყენება შეზღუდულია სეზონის განმავლობაში ორჯერადი დამუშავებით. კორაგენი გამოიყენება მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ანტირეზისტენტულ და ინტეგრირებულ პროგრამაში, მათ შორის მექანიკურ და ბიოლოგიურ მეთოდებში. აგრეთვე მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე ინსექტიციდების მონაცვლეობისას ერთი და იგივე მავნებლის მომდევნო თაობების წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

ნაკლებად ტოქსიკურია თევზებისა და ფრინველებისათვის, ნაკლებად სახიფათოა ფუტკრებისათვის (საშიშროების კლასი 3), ფუტკრების დასაცავად სავალდებულია დაიცვათ შემდეგი ეკოლოგიური რეგლამენტები: სამუშაოები ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ქარის სიჩქარე ნაკლებია 1-2 მ/სმ-ზე; სასაზღვრო-დაცვითი ზონა ფუტრებისათვის არანაკლებ 4-5 კმ; ფუტკრების ფრენის შეზღუდვა არანაკლებ 14საათი. პრეპარატი ძალიან სახიფათოა წყლის უხერხემლოებისათვის (დაფნია) (საშიშროების კლასი 1) შესასხურებელი ხსნარის ნარჩენებმა არ უდნა დააბინძროს გამდინარე წყალი, წყალსაცავები და ნიადაგი, სასარგებლო მცენარეების ირგვლივ. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება სათევზე მეურნეობების წყალსატევების დაცული ზონის ფარგლებში. 

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.

პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე