მონაფოსი

მონოამონიუმის ფოსფატი NH4H2PO4  
NPK 12-61-0             
12%N + 12% N-NH4 + 61% P2O5

 

დანიშნულება:

წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთლიდან, ფერტიგაციით (წვეთოვანი მორწყვით) და ნიადაგში შეტანით. გამოიყენება მცენარის განვითარების ყველა სტადიაზე. რეკომენდირებულია ტუტე რეაქციის ნიადაგებში გამოსაყენებლად.

ფასი

3 კგ - 28.5 ლარი

25 კგ - 195 ლარი

უპირატესობები:

  • მონაფოსი წარმოადგენს ფოსფორის (61%) მაღალკონცენტრირებულ წყალში ადვილად ხსნად კრისტალურ სასუქს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მცენარეს ფოსფორით. მონაფოსი ასევე შეიცავს საკმაოდ დიდ რაოდენობა სწრაფად ათვისებად აზოტს (12%). მაღალი ფოსფორის შემცველი სასუქის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარის განვითარების პირველ ეტაპზე, რადგან ფოსფორი დიდ როლს თამაშობს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებაში. ფოსფორს განსაკუთრებული როლი აქვს მზის ენერგიის გარდაქმნაში სასარგებლო მცენარეულ ნაერთებად და ის გავლენას ახდენს მცენარის ყვავილების ფორმირებასა და თესლის წარმოქმნაზე. პროდუქტებს ფოსფორის მაღალი შემცველობით იყენებენ ყვავილების ცვენის პრევენციისათვის.
  • მონაფოსის წყალხსნარს გააჩნია მჟავე რეაქცია, ამიტომ ის შეუცვლელია ტუტე ნიადაგებზე გამოსაყენებლად

 

ყურადღება! დაიცავით ტენისაგან. ნალექის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით მოერიდეთ მონაფოსის გახსნას ერთ და იმავე ჭურჭელში კალციუმის და მაგნიუმის შემცველ პროდუქტებთან.

 

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული, ბაღჩეული 100 - 200 კგ/ჰა
ხეხილი, კაკალი, ნუში, ზეთისხილი, თხილი 100 - 200 კგ/ჰა
ვაზი 50 - 100 კგ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

ბოსტნეული კულტურები 4 - 6 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 ლ/ჰა
ჯერადობა 1 - 3

 

ციტრუსი, ზეთისხილი 4 - 6 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 600 - 1000 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

 

ხეხილი, კაკალი, ნუში, თხილი 3 - 5 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 600 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე