მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
რეკომენდაციებს ვაძლევდით თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი, კენკროვანი კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე რჩევები გაიცემოდა - ვაზის, სიმინდის, ბოსტნეულის და კარტოფილის მოვლა-მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით.
მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას ვაწარმოებდით სპეციალურად შედგენილი სქემების მიხედვით. მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგები იქნა მიღებული ყველა კულტურის წარმოების მიმართულებით. ვაშლის ქეცისა და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურობით გამოირჩეოდა - ნანდო, აფეტი, ათლეტი, პრიუსი. ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ზორვეკ ვინაბელი, ტაზერი და სხვა ფუნგიციდები. ინსექტიციდებიდან ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა - ექსირელმა, ტრანსფორმა, სპინტორმა, ჰერბიციდებიდან კი კალილეომ. აღნიშნულ პრეპარატებზე მომავალში იქნება მეტი დაინტერესება. პოპულარული ხდება კოდა-ს პროდუქცია, ორგანული წარმოშობის პროდუქტები (კოდაჰუმუს 20), მცენარეთა კვების გაუმჯობესებისთვის წყალში სრულად ხსნადი თხევადი სასუქები - აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობით. მიკროელემენტების დეფიციტის კორექტორები, სტიმულატორები და ბიოსტიმულატორები. ამ პრეპარატების გამოყენებამ თვალნათლივ დაანახა ფერმერებს თუ როგორ მნიშნელოვან გავლენას ახდენს მათი მოსავლის როგორც რაოდენობრივ იოსე ხარისხობრივ მაჩვენებელზე.
უხვმა ნალექმა და ინფექციის დიდმა ფონმა ხელი შეუწყო ქართლის ბაღებში ქეცის ძლიერ გავრცელებას.ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ძირითადად დავამარცხეთ ქეცი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქეცის მიმართ მიმღებიან ვაშლის ჯიშებზე დაავადების გავრცელებამ შეადგინა 15%-20%, ამიტომ მომავალშიც დაგვჭირდება მუშაობა ასეთ ბაღებში აგროღონისძიებების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებლად, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია. სასურველია გავაგრძელოთ მუშაობა ქეცის საწინააღმდეგოდ დაცვის სისტემაში სხვა ახალი ფუნგიციდების ჩასართავად.
2023 წელი ვფიქრობთ ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის ჩვეულებისამებრ რთული, მაგრამ წარმატებული იქნება, კარტლისი კი წელსაც გააგრძელებს ფერმერების გვერდით დგომას და მიაწვდით მათ ცოდნას, გამოცდილებასა და უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და ყველა საჭირო საშუალებას უკეთესი წარმოებისთვის.
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?
დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.
სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო