კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ყველასათვის ცნობილია რომ მცენარეს ზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროება კვება ძირითადი მაკროელემენტებით, თუმცაღა მოცვის კულტურაში სიახლედ ითვლება ის რომ მოცვის მაღალი, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აზოტის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით კვებისას ესაჭროება კალციუმი. ეს განაცხადი არაერთი საველე ცდით და დაკვირვებით დასტურდება და სწორედ ეს გამოცდილება ნახა კარტლისის თანამშრომლებმა და პარტნიორმა ფერმერებმა ესპანეთში გადამზადების დროს. ესპანური გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია თამამად, დასაბუთებულად ვისაუბროთ თუ რამხელა როლი აკისრია ამ ელემენტს მოცვის მოსავლის ხარისხის გაზრდაში.

ცნობილია, რომ კალციუმი მონაწილეობას იღებს უჯრედის კედლის მშენებლობაში, შედეგად განიხილება ისეთ ელემენტად , რომელიც ასტაბილურებს და აძლიერებს უჯრედის კედელს.  უჯრედის კედლის ამგვარი გაძლიერება კი ხელს უწყობს ნაყოფის სიმტკიცეს და განაპირობებს შენახვის ვადის გაზრდას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საექსპორტოდ პროდუქტის გატანისას, იმისათვის რომ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე პროდუქტმა შეინარჩუნოს საბაზრო ღირებულება. ფერმერებში ხშირია პრობლემა, რომ მოსავლის კრეფისას ნაყოფი რბილია და კრეფის პროცესში ზიანდება, ეს სწორედ კალციუმიანი კვების ნაკლებობით არის გამოწვეული.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თუ როდის უნდა ჩავატაროთ კალციუმიანი კვება, რადგან კალციუმი იმ ერთ-ერთ ელემნტთაგანია რომლის შეთვისება აქტიური ტრანსპორტის გზით მიმდინარეობს და მცენარეს მისი ათვისებისთვის მეტი დრო და ენერგია ესაჭიროება. კალციუმიანი კვება უნდა დავიწყოთ მცენარის განვითარების ადრეულ სტადიებზე, რადგანაც მცენარე საკვებ ელემენტებს ძირათადად ფესვიდან ითვისებს, ფესვიდან კვება კალციუმით უნდა დავიწყოთ ყვავილობის დაწყებისას და კალციუმიანი კვება გავაგრძელოთ ნაყოფის დამწიფებამდე.

კარტლისის სპეციალისტებმა და პარტნიორმა ფერმერებმა ესპანეთში საველე ვიზიტის დროს ნათლად ნახეს კალციუმიანი კვების შედეგი-რომელსაც კოდასალ ბერის გამოყენებით აღწევენ. თავად პრეპარატის დასახელებაც კი გვეუბნება, რომ იგი სპეციალურად შექმნილია კენკროვანი კულტურების გამოსაკვებად. მნიშვნელოვანი უპირატესობა ამ პროდუქტის არის დაბალი pH, რადგანაც მოცვი კარგად ვითარდება 4,2-5,2 მჟავიანობის დიაპაზონში კოდასალ ბერიც დაპატენტებულია იმგვარად რომ მისი გამოყენება იდეალურია მჟავე ნიადაგების ფერტიგაციისთვის და არ გვიცვლის ფესვის გარშემო ნიადაგის ან სუბსტრატის მჟავიანობას. გარდა იმისა, რომ კოდასალ ბერით მცენარეს ვკვებავთ კალციუმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის რომ ამცირებს ალუმინის ტოქსიკურობას, რაც მჟავე ბუნების მქონე ნიადაგებში ხშირად არსებული პრობლემაა.

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე