Blog

მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში

 

მოცვის კულტურა ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად სწრაფად ყალიბდება. მისი საექსპორტო პოტენციალი არ ისაზღვრება რომელიმე ერთი ქვეყნით, არამედ კულტურას გააჩნია ფართო გეოგრაფიული არეალი, არაბული ქვეყნებიდან დაწყებული ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ამ კულტურის სამრეწველო გაშენება  დაახლოებით 10 წლის წინა დაიწყო მაგრამ, მასიური ხასიათი 2016 წლიდან შეიძინა. მაგალითისთვის 2011 წელს გაშენებული მოცვის სამრეწველო პლანტაციების ჰექტარაჟი 40-50-ს არ აღემატებოდა, ხოლო დღეისათვის 1 წელზე მეტი ასაკის პლანტაციების ჰექტარაჟი 3000ჰა-ს აღწევს და გაშენების პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება.

 

2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო კარტლისის აკადემიამ.  ამოქმედების დღიდან აკადემია ფართოდ ჩაერთო მოცვის მოვლა-მოყვანის თანამდევროვე ტექნოლოგიური პროცესების სწავლების საქმეში. აკადემიაში სწავლების პროცესში ჩართულ ფერმერებთან ურთიერთობამ გამოავლინა ის მიმართულებები, რომლის შესწავლა მათ დამოუკიდებლად უჭირდათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მეტნაკლებად პრაქტიკაში გამოსადეგი ინსტრუქციათა კრებული და ფერმერებს ხშირად საკუთარი ან ნაცნობი ფერმერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე დაყრდნობით უწევდათ სწავლა-განვიტარება, მაგრამ მრავლად ადგილი ჰქონდა გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების შემთხვევებსაც.

რადგან ქვეყანაში არ არსებობდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, ამ ამოცანის შესრულება კარტლისის აკადემიამ იკისრა,  მისი მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ცნობილი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კერძოდ, ფერმერთა განათლების პროგრამების შედგენასა და სწვალებაში აქტიურად არიან ჩართული ისეთი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სპეციალისტები როგორიცაა ესპანური კომპანია „SAS“-ს და ჰოლანდიური კომპანია „დელფი“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწინავე ქვეყნებში მიმდინარეობს განუწყვეტელი მუშაობა მოცვის როგორც ახალი ჯიშების გამოყვანის, ასევე მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საქმეში. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაიზარდოს მიღებული მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები პროდუქტის თვითღირებულების შემცირების პირობებში.

სწორედ ამიტომ აკადემიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ქართველი ფერმერები არ ჩამორჩნენ ამ უახლეს მიღწევებს და არ გახდნენ არაკონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე მითუმეტეს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვის 95%-ზე მეტი გამიზნულია სწორედ საექსპორტოდ.

კარტლის აგროსისტემებმა 2022 წლის გაზაფხულზე კვლევა ჩაატარა. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სფეროში მოკლევადიანი მომზადების პროგრამების შემუშავების საჭიროების დადგენა იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონში, კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში მათი ინტერესი, შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება.

კვლევა მიმდინარეობდა 2022 წლის 10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა რესპონდენტმა, მათი 87.5% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 12.5 % მდედრობითი.

კვლევაში მონაწილე პირები ასაკობრივად გადანაწილდნენ შემდეგი სახით:

რესპოდენტების მხრიდან რეგიონის კონტექსტში გამოიკვეთა შემდეგი კულტურების მიმართ ინტერესი: ბოსტნეული, ვაზი და მოცვი.

გამოკითხულთა 57,5 % ეწევა ფერმერულ მეურნეობას, ხოლო 42.5 % აქვს დიდ ზომის ფერმერული მეურნეობა.

გამოკითხულთა 100 % ეთანხმება დებულებას, რომ კონკრეტულ კულტურასთან მიმართებაში მოთხოვნადია ფერმერული საქმიანობის წარმართვის მიზნით შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.

გამოკითხვის ფარგლებში რესპოდენტების მხრიდან შეფასდა დარგობრივ ჭრილში საჭირო კომპეტენციები, რაც პროგრამის შემუშავების ეტაპზე იქნა გათვალისწინებული.

კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის მიზნით დიდ ფერმერული მეურნეობების მხრიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ მუდმივად დასაქმებულია 15 - დან 55 პირი, ხოლო სეზონურად, რაც ითვალისწინებს გაშენების, მოვლის და მოსავლის აღების პერიოდს, სხვადასხვა კულტურასთან მიმართებაში 150 – 250 პირი.

კითხვაზე ,, თუ ხართ პოტენციური დამსაქმებელი, გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფორმალური განათლების მქონე პირის დასაქმება, რომელს ექნება ფერმერისთვის საჭირო ცოდნა და უნარები“, გამოკითხულთა შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად:

არსებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში (მოცვლი, ვაზი, ბოსტნეული) გამოკითხულ რეგიონებში არის კვალიფიციურ კადრზე საჭიროება როგორც დიდ ფერმერულ მეურნეობებში დასაქმების მიზნით, ასევე საკუთარი შინა მეურნეობის წარმართვის მიზნით.

სწორედ ეს მონაცემები ჩაეყარა საფუძვლად კარტლისის მიერ აკადემიის ჩმაოყალიბებას რომელიც მუფმივად ავითარებს დარგში ახალ მიდგომებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ყოველწლიურად ეცნობა უცხოურ გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას კვლავ ქართველ ფერმერებს უზიარებს.

კარტლისის აკადემიაში სწავლების მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ კურსზე ჩვენს ფილიალებში, რათა გაიღრმავოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი

 

ყვავილობა ყველა კულტურისთვის მნიშვნელოვანი ვეგეტაციური ფაზაა, რადგანაც მაგ დროს მიმდინარე დამტვერვის პროცესი განსაზღვრავს ნაყოფის გამონასკვას და პოტენციურ მოსავალს.  კაკალისთვის დამახასიათებელია მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული გამოსვლა. მამრობითი ყვავილი უფრო ადრე გამოდის და გამოყოფს დამტვერვისთვის საჭირო მტვერს. ხოლო მდედრობითი ყვავილი მოგვიანებით ყვავილობს.იმისათვის რომ დამტვერვის პროცესი სწორად წავიდეს მამრობითი ყვავილიდან გამოყოფილი მტვერი უნდა მოხვდეს მდედრობით ყვავილზე, რის შემდეგაც მოხდება ფერტილიზაცია. იმ შემთხვევაში თუ მდედრობითი ყვავილის გამოსვლა არ დაემთხვევა მამრობითი ყვავილისმიერ მტვრის გამოყოფას დამტვერვის პროცესი არ გვექნება და ფერმერი მოსავლს ვერ მიიღებს.  ამ პრობლემიდან გამომდინარე ნებისმიერი ფერმერისთვის სასურველია მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლებს შორის დროის შემცირება ე.ი. უნდა მივაღწიოთ ყვავილების თანმიმდევრულ გამოსვლას რის შედეგადაც ეფექტური დამტვერვა და სრული ყვავილობა გვექნება, რაც თავის მხრივ გაგვიზრდის მოსავალს.

 

 

 

 

ამ პრობლემის გადასაჭრელად, კარტლის აგროსისტემების მიერ ჩუმლაყში, 6 წლის კაკალში გამოიცადა ესპანური წარმოების სტიმულატორი- უნიბროტი.

უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.

უნიბროტის ამგვარი მოქმედებით,  კაკალში კვირტები ერთდროულად იხსენება და მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლა ერთმანეთს უახლოვდება და დამტვერვაც უფრო ეფექტურად წარიმართება.

უნიბროტის ეფექტური  მოქმედებისთვის იგი აუცილებლად უნდა შევიტანოთ კვირტების გახსნამდე 15-30 დღით ადრე. აგრეთვე, აუცილებელია პროდუქტით კვირტებისა და ტოტების სრული, კარგი დასველება.  ჩვენს შემთხვევაში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გაშლამდე 30 დღით ადრე (7 მარტს), შემდეგი ხარჯვის ნორმით: 5ლ უნიბროტი 100ლ წყალში.

დაკვირვებისათვის უნიბროტით დავამუშავეთ რამდენიმე ზოლი ხოლო დანარჩენი ფართობი საკონტროლოდ დავტოვეთ.  ორივე ზოლის კვება და წამლობა ერთნაირად მიმდინარეობდა სეზონის განმავლობაში.

უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო. ნაყოფის ზრდის დასრულების ეტაპზე შესამჩნევი გახდა რომ უნიბროტით დამუშავებულ ხეებზე ნაყოფები ძირითადად ერთი ზომის იყო და ნაკლებად გვხვდებოდა წვრილი ზომის ნაყოფები ე.ი. მოხდა ნაყოფის ზომის კალიბრაცია.

მოსავლის აღების ეტაპზე ერთი და იგივე რაოდენობის ხეებიდან დამუშავებულ და საკონტროლო ზოლში ავიღეთ მოსავალი და ავწონეთ. რის შედეგად მივიღეთ რომ უნიბროტით დამუშავების შედეგად თითო ძირზე მოსავალი გაიზარდა 4 კგ-ით. მოსავლის ნამატი გამოწვეული უკვე გულების მაქსიმალური შევსებით.

 

უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად

 

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.

2022 წელს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ვაზის კულტურაში გამოიცადა სტიმულატორი უნიბროტი.  უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.

რატომ  გამოიცადა ვაზის კულტურაში ?

ცნობილია რომ ვაზს კვირტების გახსნისა და ყვავილობის შემდგომ ახასიათებს ეგერთწოდებული მეორეული ყვავილობა, რომლის სწორად წარმართვაზეც მცენარეს ენერგია არ ყოფნის და მეორეული ყვავილები ცვივა მცენარეს. რადგანაც ყვავილი გვაძლევს ჩვენ პოტენციურ მოსავალს, მისი დაცვენით ფერმერი განიცდის მოსავლის დანაკარგს. უნიბროტი კი შექმნილია იმისთვის რომ ყვავილობის პროცესი წარიმართოს ერთდროულად, რის შედეგადაც საერთო მოსავალი იზრდება. ამ მიზეზის გამო გადაწყდა უნიბროტის ვაზში გამოცდა. 

ცდის ჩასატარებლად შეირჩა ნაკვეთი- ერთი და იმავე ასაკის, ერთი და იგივე განვითარების მქონე მცენარეებით. ნაკვეთი გავყავით ორ ნაწილად. ჩვენს შემთხვევაში დამუშავდა რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ნაკვეთის 1 ნაწილი დავამუშავეთ უნიბროტით, ხოლო მეორე დავტოვეთ საკონტროლოდ რომელშიც არცერთი სტიმულატორი არ შეტანილა.

საცდელად შეირჩა ზრდასრული ვენახი, რომელშიც კვების მხრივ არცერთი სასუქი არ შეგვიტანია.  შესაბამისად ცდით მიღებული შედეგი უშუალოდ და ნათლად ასახავდა უნობროტის მოქმედებას.

გამოყენების დრო: უნიბროტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ უნდა შევიტანოთ სწორ დროს: იგი გამოიყენება კვირტების გახნსამდე 15-30 დღით ადრე, დამუშავებისას აუცილებელია კვირტების სრული დასვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება პროდუქტის ეფექტურობა.

სადემონსტრაციო ნაკვეთზე, საგარეჯოს რაიონში, უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გახსნამდე 15 დღით ადრე, რაც შეესაბამებოდა 22 აპრილს. კვირტის მდგომარეობა დამუშავების დროს შეესაბამება შემდეგ სურათს:

 

ხარჯვის ნორმა: უნიბროტის ეტიკეტზე მითითებულია რომ გამოიყენება მისი 5-8 %-იანი ხსნარი. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 5ლ უნიბროტი 100 ლ წყალში.

უნიბროტი თვითონვე შეიცავს მიმწებებლს, შესაბამისად კვირტების და მერქნის კარგად დასველების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში რჩება ზედაპირზე და ეფექტურად შეიწოვება მცენარის მიერ.

უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო, ხოლო მაშინ როდესას მცენარემ წამოიღო ახალი ნაზარდი უნიბროტით დამუშავებულ ზოლში შეიმჩნეოდა უფრო ინტენსიური და ძლიერი ყლორტები.

 

ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მტევნის განვითარება უნიბროტით დამუშავებულ ზოლში:

 

დაუმუშავებელი საკონტროლო ზოლი:

მოსავლის აღების დროს ცალ-ცალკე ავიღეთ უნიბროტით დამუშავებული ნაწილი და ავწონეთ, ცალკე ავიღეთ  დაუმუშავებელი - საკონტროლო ნაწილი და ავწონეთ. წონათა სხვაობით უნობროტით დამუშავებულ ზოლში მივიღეთ მოსავლის ნამატი 30 %-ით.

როგორც დაკვირვებამ აჩვენა:

  • უნიბროტით დამუშავებულ ზოლში გაიზარდა მტევნის სიგრძე
  • უნიბროტით დამუშავებულ მტევნებში მარცვლების სიმსხო და მტევნის მარცვლებით შევსების ხარისხი უფრო მაღალია
  • გაუმჯობესდა მეორეული მტევნის ჩამოყალიბება
  • გაიზარდა მოსავლიანობა 30%-ით

უნიბროტი მაღალი ეფექტურობით გამოიყენება მოცვში, სადაც პირველი კრეფა გაიზარდა 30%-ით, ხოლო კრეფების რაოდენობა 5-დან სამამდე შემცირდა. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია მოცვის ჩაბარების ფასის განსაზღვრისათვის. ანალოგიური ეფექტურობით გამოიყენება უნიბროტი კაკალსა და სხვა ხეხილოვან კულტურებში.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე