აპლაუდი

აპლაუდი - ბუპროფეზინი 250 გ/ლ

მოქმედი ნივთიერება:ბუპროფეზინი 250 გ/ლ

მწარმოებელი:Nihon Nohyaku Co, იაპონია

ფასი

0,03 ლიტრი - 4.50 ლარი

0,1 ლიტრი - 12 ლარი

0,25 ლიტრი - 25ლარი

1 ლიტრი - 85 ლარი

მაღალეფექტური ინსექტიციდი ფარიანების და ცრუფარიანების, ფრთათეთრას და ჭიჭინობელას წინააღმდეგ.

აპლაუდი 25 სკ წარმოადგენს ქიტინის სინთეზის ინჰიბიტორს და ხასიათდება კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედებით. ახასიათებს ოვიციდური (კვერცხების საწინააღმდეგო) ეფექტი. პრეპარატს გააჩნია გამორჩეულად მაღალი ეფექტურობა მხოლოდ Hemiptera-ს ოჯახის მწერების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ფარიანები, ცრუფარიანები, ფრთათეთრა და ჭიჭინობელა. მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, აპლაუდის ეფექტი ვიზუალურად შესამჩნევი ხდება 3-5 დღის შემდეგ, ხოლო დამცავი მოქმედება გრძელდება 35-40 დღე.

გამოყენების ნორმები:

კულტურა მავნებელი პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა ლოდინის პერიოდი
ვაზი ფარიანები, ცრუფარიანები 1-1,5 800-1200 1-2 21
ვაშლი, მსხალი ფარიანები, ცრუფარიანები 1,5-2,4 800-1200 2 14
კივი ფარიანები, ცრუფარიანები 1,5-2 800-1200 1-2 45
ატამი, გარგარი ფარიანები, ცრუფარიანები 2 800-1200 1-2 14
ბალი, ქლიავი ფარიანები, ცრუფარიანები 2 800-1200 1-2 14
ციტრუსები ფარიანები, ცრუფარიანები 2-3 800-1200 2 7
პომიდორი, კიტრი ფარიანები, ცრუფარიანები 0,5-1 200-300 3 7

 

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

აპლაუდი 25 სკ თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ფიტოტოქსიკურობა: რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას აპლაუდი 25 სკ არ არის ფიტოტოქსიკური.

რეზისტენტობის განვითარება: რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია აპლაუდი 25 სკ-ის მონაცვლეობა პირეტროიდული და ფოსფორორგანული ჯგუფის ინსექტიციდებთან.

სამუშაო ხსნარის მომზადება:

აპლაუდი 25 სკ უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი აპლაუდი 25 სკ-ს რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

სიფრთხილის ზომები:

აპლაუდი 25 სკ დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის, ჭიაყელებისათვის და ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ზედაპირული წყლების მახლობლად. დაბალტოქსიკურია ფუტკრისათვის. ფუტკრის ფრენის შეზღუდვა - 3-4 საათი.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე -50C - +350C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე