ვიდატი ლ

მაღალეფექტური ინსექტიციდი - ნემატოციდი

მოქმედი ნივთიერება:

ოქსამილი 100 გ/ლ

პრეპარატული ფორმა:

წყალხსნადი კონცენტრატი

მწარმოებელი:

DuPont Solutions (France) S.A.S/საფრანგეთი

წარმოშობის ქვეყანა:

საფრანგეთი

ფასი

1 ლიტრი - 70 ლარი

მოქმედების მექანიზმი:

ვიდატი 10ლ წარმოადგენს კარბამატულ ინსექტიციდსა და ნემატოციდს, რომელიც უმთავრესად მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე ნეიროტრანსმიტერული ფერმენტის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირების გზით. ვიდატი 10ლ გამოიყენება ნიადაგში დაფიქსირებული ზოგიერთი სახეობის ნემატოდების, მათ შორის ცისტიანი ნემატოდების, თავისუფლად მცხოვრები ნემატოდებისა და ზოგიერთი მწოველი მავნებელი მწერის კონტროლის მიზნით. პრეპარატი არ არის ეფექტური ქერცლფრთიანების, თანაბარფრთიანების, თრიფსების ჯგუფის მწერების, ზოგიერთი სახეობის ხეშეშფრთიანების და ნახევრადხეშეშფრთიანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვიდატი 10 ლ-ის საშუალებით კონტროლირებად, აგრონომიულად ყველაზე მნიშვნელოვან ნემატოდებს, წარმოადგენენ ფიტოფაგური სახეობები Meloidogyne (ბოლქვის ნემატოდები), რომლებიც ანადგურებენ მინდვრისა და დაცული გრუნტის მრავალ კულტურას. ვიდატი 10 ლ შეაქვთ ნიადაგში მცენარის ფესვთა სისტემასთან ახლოს, მხოლოდ წვეთოვანი ირიგაციის გზით. მცენარე სწრაფად ახდენს ოქსამილის ადსორბირებას და გადაადგილებას თავის ფესვებსა და გამტარ სისტემაში (მათ შორის ძველ და ახალ ფოთლებში). ვიდატი 10 ლ ძალიან სელექტიურია მცენარეების მიმართ. კულტურისა და მოყვანის პირობებიდან გამომდინარე უზრუნველოყოფს არა უმცირეს 30 დღიან კონტროლს.

მოქმედების სპექტრი და ხარჯვის ნორმა:

კულტურა მავნე ობიექტი დოზირება ლ/ჰა ლოდინის პერიოდი
პომიდორი (ჩერის ჩათვლით), დაცული გრუნტი ნემატოდები

10–20

10

არ განისაზღვრება

28 დღე

ბადრიჯანი, დაცული გრუნტი 

ნემატოდები

10–20

10

არ განისაზღვრება

28 დღე

წიწაკა, დაცული გრუნტი ნემატოდები

10–20

10

არ განისაზღვრება

28 დღე

კიტრი, დაცული გრუნტი ნემატოდები

10–20

10

არ განისაზღვრება

28 დღე

 

გამოყენების მეთოდი:

ვიდატი 10ლ უნდა გამოიყენება წვეთოვანი მორწყვის სიტემის საშუალებით სპეციალური ტუმბოსა და ინჟექტორების გამოყენებით. თანაბარი გადანაწილებისათვის აუცილებელია სისტემის სათანადო დაკალიბრება. დაიწყეთ მორწყვა მხოლოდ წყლისა და მკვებავი ნივთიერების გამოყენებით, როდესაც ნიადაგი ან სუბსტრატი მიაღწევს საკმარის ტენიანობას, საირიგაციო სისტემაში ჩაამატეთ ვიდატი 10ლ. საირიგაციო სისტემა არ უნდა იყოს მიერთებული საზოგადოებრივ სარწყავ სისტემებთან და აღჭურვილი უნდა იყოს სარქველით, უკუდინების თავიდან ასაცილებლად. არ შეიტანოთ ვიდატი 10 ლ-ი ფესვგარეშე გამოკვების შემასხურებლებით. არ გამოიყენოთ ვიდატი 10 ლ-ი მცენარის ჰიდროპონური (ნიადაგის გარეშე) მეთოდით მოყვანისას. არ გამოიყენოთ წრიული მორწყვის სისტემები, რომლებიც არ არის განლაგებული ნიადაგის ქვეშ ან ზედაპირზე. არ არის რეკომენდირებული პრეპარატი ვიდატი 10ლ-ის გამოყენება ნაზავებში. ზოგადად ვიდატი 10 ლ-ი გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი. მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან შერევა არ არის რეკომენდირებული.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე