მისი ისტორია, სოფლის მეურნეობის სფეროში მაშინ დაიწყო, როდესაც ის გახდა კარტლისის აკადემიის წევრი და სპეციალისტებთან ერთად შეუდგა დაგეგმარებას!
200 მეტრით დაიწყებული მეურნეობა, ეხლა 2,5 ჰექტარის წარმოადგენს!
აკადემიის წევრი, ფერმერი აჭარის რეგიონიდან – ნადიმ მელაძე, რომელიც გახლავთ ხილ-ბოსტნეულის სადისტრიბუციო კომპანია ,,მელა“-ს ხელმძღვანელი და ამავდროულად ახორცილებს სალათის კულტურის მოვლა/მოყვანას.
კარტლისის აკადემიაში მან გაიარა ლექცია-სემინარების შემდეგი კურსი:
საუბარში ნადიმი აღნიშნავს, რომ როგორც ფერმერი ის დიდხანს ცდილობდა მიზნის მიღწევას, თუმცა პირველ ეტაპზე ის ვერ ღებულობდა სათანადო შედეგს და დასჭირდა მრავალი ცდის ჩატარება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარტლისის აკადემიაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ასევე მისი სწორი მიდგომა და შემართება გახდა ახალგაზრდა ფერმერის წარმატების გასაღები. დღეს მისი სასათბურე მეურნეობა გაზრდილია და კვირაში 2-2,5 ტონა სალათის პროდუქციით ამარაგებს აჭარის რეგიონში, სხვადასხვა კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს.
მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად ბოსტნეულ კულტურაზე მოთხოვნაც იზრდება და ფერმერი კარტლისის სპეციალისტებთან ერთად აქტიურ სამზადისშია. მისი მიზანია, როგორც პროდუქციის წარმოების, ასევე ასორტიმენტის გაზრდა.
კარტლისის აკადემია, კვლავ აქტიურად უწყობს ხელს ქართველი ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში და გეგმავს მათთან ერთად საჭირო ქმედებებს
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო