კუპროქსატი - 345 გ/ლ სამფუძიანი სპილენძის (II) სულფატი
კულტურა: ავოკადო, ალუბალი, ანანასი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბანანი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვარდკაჭაჭა, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, ისპანახი, კაკალი, კარტოფილი, კივი, კიტრი, კომში, ლეღვი, ლიმონი, ლურჯი მოცვი, მანგო, მანდარინი, მარწყვი, მოცხარი, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, ჟოლო, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სოკო, სტაფილო, ფორთოხალი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შავი მაყვალი, შაქრის ჭარხალი, ჩინური კომბოსტო, წაბლი, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ხახვი
მოქმედი ნივთიერება: 345 გ/ლ სამფუძიანი სპილენძის (II) სულფატი
დაავადება: ჭრაქი, სიწითლე, ქეცი, ფოთლის სიხუჭუჭე, ანტრაქნოზი, ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი
მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია
კონტაქტური მოქმედების პროფილაქტიკური ფუნგიციდი ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. კუპროქსატი თავისი ქიმიური შემადგენლობით წარმოადგენს შაბიამნის (სპილენძის სულფატის) მზა ხსნარს და არის ბორდოს ნარევის თანამედროვე ალტერნატივა. იგი ზრდის მცენარის ყინვაგამძლეობას და ხელს უწყობს ვაზის რქის უკეთ გამერქნებას, ამიტომ შეუცვლელია ვაზის ბოლო დამუშავებისას. იგი წარმოქმნის კარგად შესამჩნევ და წვიმებისადმი მდგრად გარსს, რომელიც არახელსაყრელი ამინდის დროსაც კი უზრუნველყოფს მცენარის საიმედო დაცვას. ფუნგიციდის მოქმედება მიმართულია დაავადების გამომწვევი სპორის გაღივების წინააღმდეგ, ამიტომ იგი ხელს უშლის პათოგენის განვითარებას საწყისს სტადიაზე. ნორმალურ კლიმატურ პირობებში დაცვის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
კუპროქსატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაზავებში მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან ერთად. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. მომზადებული ნაზავი მაშინვე უნდა იქნეს გამოყენებული.
ტოქსიკურობა:
კუპროქსატი მცირედ ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის. არ აღიზიანებს კანს არ არის ტოქსიკური ფუტკრებისათვის.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.
პირველადი დახმარება:
შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.
მყიდველთა საყურადღებოდ:
მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო