მაგასული

მაგნიუმის სულფატი  MgSO4 * 7H2O

16%MgO + 32% SO3

0-0-0+16 MgO+32 SO3

დანიშნულება:

წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთლიდან, ფერტიგაციით (წვეთოვანი მორწყვით) და ნიადაგში შეტანით. ოპტიმალურია ჰიდროპონიკაში გამოსაყენებლად.

ფასი

3 კგ - 15 ლარი

25 კგ - 85ლარი

უპირატესობები:

  • მაგასული წარმოადგენს წყალში კარგად ხსნად სასუქს, რომლის შემადგენლობაში არის 16 % მაგნიუმი და 32% გოგირდი.ეს ორივე ელემენტი, მცენარის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ელემენტია.
  • მაგნიუმი მცენარისათვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტი. ის მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში და ფოტოსინთეზის პროცესში. მცენარეები ასევე იყენებენ მაგნიუმს მეტაბოლიზმის პროცესშიდა უჯრედის მემბრანისსტაბილიზაციისათვის. მაგნიუმის ხანგრძლივი დეფიციტი იწვევს მცენარის გახმობას.
  • გოგირდი კი შედის ამინომჟავების შემადგენლობაში და მონაწილეობს უჯრედში ენერგიის გადატანის პროცესებში. ის მონაწილეობას იღებს ცილის უჯრედის შენებაში, განსაკუთრებით ზეთოვან კულტურებში. მცენარეების მიერ შეთვისებული გოგირდის 90 % ამ მიზნით გამოიყენება.
  • მაგასული სრულად უზრუნველყოფს მცენარის გოგირდის და მაგნიუმის მოთხოვნა.

ყურადღება! დაიცავით ტენისაგან. ნალექის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ მაგასულის გახსნას ერთ და იმავე ჭურჭელში ფოსფატებთან ან ფოსფორმჟავასთან. ასევე არ შეიძლება მისი შერევა კალციუმის შემცველ პროდუქტებთან და შეზღუდულია მისი კომბინირება კალიუმთან. ოპტიმალურია მაგასულის გახსნა ცალკე ჭურჭელში.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული, ბაღჩეული 100 - 200 კგ/ჰა
ვაზი 50 - 150 კგ/ჰა
ხეხილი, ზეთისხილი 100 - 200 კგ/ჰა
კაკალი, ნუში, თხილი 120 - 200 კგ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

ბოსტნეული კულტურები 4 - 6 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 ლ/ჰა
ჯერადობა 1 - 3

 

ციტრუსი, ზეთისხილი 4 - 6 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 600 - 1000 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

 

ხეხილი, კაკალი, ნუში, თხილი 3 - 5 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 600 ლ/ჰა
ჯერადობა 3 - 4

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე