მიკლოფილი

მიკლოფილი - ფუნგიციდი

კულტურა: ვაშლი, პომიდორი, ყურძენი ვაზი, ატამი, გარგარი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი, დეკორატიული მცენარეები

მოქმედი ნივთიერება: მიკლობუთანილი 125 გ/ლ 

დაავადება: ნაცარი

ფასი

0,2 ლიტრი - 25 ლარი

მაღალეფექტური სისტემური ფუნგიციდი ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მოქმედების მექანიზმი და სპექტრი:

მიკლოფილი წარმოადგენს ნაცრის საწინაარმდეგო სისტემური მოქმედების მაღალეფექტური ფუნგიციდს მრავალ კულტურაში გამოსაყენებლად. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, მიკლობუთალინი, იწვევს სოკოში ერგოსტერონის სინთეზისინგიბირებას, რაც თავის მხვრივ იწვევს ნაცრის დაავაადების გამომწვევი პათოგენის სწრაფ განადგურებას. პრეპარატი სწრაფად იჭრება მცენარის ქსოვილში და ამჟღავნებს სამკურნალო თვისებებს ინფიცირებიდან 96 საათის განმავლობაში. თუმცა, ყოველთვის უკეთესი შედეგები მიიღწევა, თუ პრეპარატი გამოიყენება პროფილქტიკურად. 

პრეპარატის დახასიათება:

  • მიკლოფილს გააჩნია მკვეთრად გამოხატული სისტემური მოქმედება;
  • პრეპარატი ერთნაირად ეფექტურად იცავს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფს;
  • ახასიათებს სწრაფი აბსორბცია (2 საათი) და ხანგრძლივი მოქმედება - 7 - 14 დღე;
  • ახასიათებს კარგი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ; შესხურებიდან 3 საათის შემდეგ მოსული ნალექი არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას;
  • არ არის ფიტოტოქსიკური კულტურული მცენარეებისათვის;
  • ნაკლებად ტოქსიკურია ფუტკრებისთვის და თბილსისხლიანებისათვის;
  • გამოიყენება ნარევებში მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან;
  • რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდირებული მიკლოფილის გამოყენება ერთსა და იმავე ნაკვეთში სეზონის განმავლობაში 3-ზე მეტჯერ. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური ჯგუფის განსხვავებული მოქმედების მექანიზმმის მქონე ნაცრის საწინაარმდეგო ფუნგიციდებთან.

  

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე