პოლიამიქსი 13-40-13

13-40-13 + მიკროელემენტები

13N-40P-13K + 0.5MgO + 1SO3 + 0.02Fe + 0.01Mn + 0.01Zn + 0.01Cu + 0.01B + 0.001Mo

ფასი

3 კგ - 30ლარი

25 კგ - 200ლარი

უპირატესობები:

  • პოლიამიქს 13-40-13+მ.ე. წარმოადგენს წყალში ადვილად ხსნად კრისტალურ სასუქს, რომელიც შეიცავს ფოსფორს მაღალი კონცენტრაციით. საკვები ელემენტების საერთო რაოდენობიდან მცენარე მხოლოდ ადვილად მისაწვდომ, მოძრავ ფორმებს შეითვისებს. სწორედ ესეთ ფორმებს შეიცავს პოლიამიქსის სერიის ყველა პროდუქტი.
  • მცენარეს განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მოთხოვნა გააჩნია ფოსფორის მიმართ. ფოსფორი დიდ როლს თამაშობს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებაში, ღეროს სიჯანსაღეში, აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს და ხდის მას უფრო მედეგს დაავადებების მიმართ.
  • სწორედ ამიტომ, მცენარის ვეგეტაციის დასაწყისში საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს პოლიამიქსი 13-40-13 + მიკროელემენტები, რომელშიც ფოსფორის შემადგენლობა არის 40 % და ვეგეტაციის საწყის ეტაპზე ის უზრუნველყოფს ფესვის და ღეროს ინტენსიურ განვითარებას.

თავსებადია წყალში ხსნადი სასუქების და პესტიციდების უმრავლესობასთან.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული კულტურები, ზეთისხილი 0.75 -1.0 კგ 1000 ლ წყალში.
ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა 0.75 -1.0 კგ 1000 ლ წყალში.
გარგარი, ალუბალი, ბალი, ქლიავი 0.75 -1.0 კგ 1000 ლ წყალში.
ციტრუსი, ვაზი, კაკალი, ნუში 0.75 -1.0 კგ 1000 ლ წყალში.

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

გამოიყენება 1 %-იანი ხსნარი (1კგ 100 ლიტრ წყალში).

ბოსტნეული კულტურები
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 - 600 ლ/ჰა

 

ვაზი
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 600 ლ/ჰა

 

ხეხილი
სამუშაო ხსნარის მოცულობა 600 - 1000 ლ/ჰა

 

ზეთისხილი, ნუში, კაკალი
სამუშაო ხსნარის მოცულობა 400 - 800 ლ/ჰა

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე