კულტურა: ავოკადო, ალუბალი, ანანასი, არაქისი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბანანი, ბარდა, ბოლოკი, ბრინჯი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, დარიჩინი, დაფნა, ვანილი, ვარდკაჭაჭა, ვაშლი, ზეთისხილი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კაკაო, კამა, კარტოფილი, კივი, კიტრი, კომში, ლეღვი, ლიმონი, ლობიო, ლურჯი მოცვი, მანგო, მანდარინი, მარწყვი, მდოგვი, მზესუმზირა, მოცხარი, მსხალი, მწვანე ლობიო, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოსპი, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, ჟოლო, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სათბურები, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფეტვი, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ქოქოსი, ყაბაყი, ყავა, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შავი მაყვალი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩაი, ჩინური კომბოსტო, ცერცვი, წაბლი, წითელთავიანი კომბოსტო, წიწაკა, წიწიბურა, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი
მოქმედი ნივთიერება: იზოდეცილის სპირტის ეტოქსილატის 90%-იანი წყალხსნარი
მწარმოებელი: DuPont Solutions S.A.S., საფრანგეთი
შიგთავსი: 0.25 ლიტრი
ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება პესტიციდებთან ნარევებში, რათა უფრი ეფექტური გახადოს პრეპარატის მოქმედება. ტრენდ 90 ამცირებს დასატანი ხსნარის ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც განაპირობებს ფოთლის ზედაპირზე ერთგვაროვანი თხელი აპკის წარმოაქმნას. ხელს უწყობს, როგორც პრეპარატის უკეთ მიმწებებლობას, ასევე მის უკეთეს და თანაბარ განაწილებას ფოთლის ზედაპირზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მცენარის დაცვის ხარისხს და საშუალებას იძლევა ფუნგიციდების დაბალი დოზებით გამოყენების.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
გამოიყენება ნარევებში, როგროც ჰერბიციდებთან, ასევე ფუნგიციდებთან.
ჰერბიციდების შემთხვევაში ტრენდ 90 ხელს უწყობს პრეპარატების უკეთ მიმწებებლობასა და მცენარის მიერ მის უკეთ შთანთქმას, რაც ზრდის ჰერბიციდის ეფექტურობას. ყოველივე ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი და ცივი ამინდების პირობებში, როცა მცირდება სარეველების ზრდის ტემპი და უარესდება სამუშაო ხსნარით მათი ზედაპირის დასველების ხარისხი.
ფუნგიციდებთან ნარევში გამოყენების შემთხვევაში.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.
პირველადი დახმარება:
შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.
მყიდველთა საყურადღებოდ:
მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო