ჯოლი

ძირითადი მახასიათებლები

  • დიდი ზომის ტუბერები
  • მიმზიდველი, ღია ფერის კანი
  • უხვი მოსავალი
  • ქეცის მიმართ რეზისტენტობა
  • გამოსადეგია მეორადი მოსავლისათვის

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალურზე 3 სმ-ით ღრმად
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 51.000 26 სმ
35/50 მმ 44.000 30 სმ
50/30 მმ 38.000 35 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა

  • გამოკვება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • აზოტი (N): 220 კგ/ჰა (ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით.)
  • შეიტანეთ 4/5 თესვამდე და 1/5 მეორადი გამოკვებისას.
  • კალიუმით ღარიბ ნიადაგში შეიტანეთ KCl, რათა გაუმჯობესდეს ტოლერანტობა შინაგანი დაჟეჟილობის მიმართ.
  • ფოსფორით და კალიუმით განოყიერება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • ყურადღება მიაქციეთ ორგანული სასუქის დოზას, რათა თავიდან აიცილოთ გვიანი მინერალიზაცია.
  • საადრეო მოსავლის მიღებისათვის ორგანული სასუქის (ნაკელის) გამოყენება სასურველი არ არის.

წინასწარი დამუშავება და დარგვა

  • საუკეთესო შედეგები მიიღწევა მსუბუქ ნიადაგებში. თესვის დროს თავიდან აიცილეთ ღივების მოცილება.
  • დათესეთ გამთბარ ნიადაგში, არ დათესოთ ადრე. ჯოლი უნდა დაითესოს 3 სმ-ით ღრმად, რათა თავიდან ავიცილოთ ტუბერების გამწვანება.
  • ჯოლი შეგიძლიათ დათესოთ ადრე, მაგრამ თვიდან აიცილეთ სიცივეში თესვა.
  • როდესაც მოგყავთ შემოდგომა/ზამთრის მოსავალი, აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა რიზოქტონიას წინააღმდეგ.

ვეგეტაცია

  • ახასიათებს ნაადრევი ტუბერიზაცია.
  • ჯოლი საკმაოდ მგრძნობიარეა მეტრიბუზინის მიმართ, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ აღმოცენების წინ
  • ფიტოფტორას წინააღმდეგ ჩაატარეთ ეფექტური წამლობა, რათა თავიდან აიცილოთ ბუჩქის დაზიანება.
  • ფიტოფტორას საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ პრევენციული წამლობა.
  • მშრალმა და ცხელმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიონ მეორადი ზრდა. მორწყეთ რეგულარულად

ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება

  • მშრალი ნივთიერების მაღალი შემცველობისთვის ფოჩის ჭკნობის შემდეგ დარწმუნდით, რომ ტუბერები საკმარისად არიან ჩამოყალიბებულები.
  • ჯოლი მგრძნობიარეა შინაგანი დაჟეჟილობისა და მექანიკური დაზიანებების მიმართ.
  • ჯოლის ტუბერები დიდია. მოსავალი აიღეთ ფრთხილად, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება და შინაგანი დაჟეჟილობა.

შენახვა

  • ჯოლი საკმაოდ მგრძნობიარეა ფუზარიოზის მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია ეფექტური წამლობის ჩატარება.
  • მოსავლი აღებისთანავე გააშრეთ და შეინახეთ მშრალი, რათა თავიდან აიცილოთ ვერცხლისფერი ქეცი.
  • 5 თვეზე მეტხანს შენახვისათვის აუცილებელია სამაცივრე პირობები.
  • ტემპერატურა დღეში 0,5 – 0,7 გრადუსის ფარგლებში შეამცირეთ. ტემპარეტურა არ უნდა იყოს 40C-ზე ნაკლები
  • გაანიავეთ ხშირად და კარგად, რათა თავიდან აიცილოთ CO2-ის დაგროვება.
  • ტემპერატურების მერყეობამ, რომელსაც თან ახლავს კონდენსატის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს გაღივება და ვერცხლისფერი ქეცის მაღალი რისკი.
  • არ შეინახოთ ზედმეტ სიცივეში, თუ მოსავალი განკუთვნილია შემოდგომა/ზამთრისთვის.

 

ჯიშის მახასიათებლები

კულინარული ტიპი AB - ოდნავ მკვრივი
ვეგეტაცია საშუალოდ საგვიანო 110 დღე
მოსავლიანობა მაღალი
ტუბერის ზომა ძალიან დიდი
ტუბერის ფორმა ოვალური
ტუბერების რაოდენობა 9-11
შიგთავსის ფერი მოხარშვის შემდეგ თეთრი
კანის ფერი ყვითელი
მოსვენების პერიოდი საშუალო
მეტრიბუზინის მიმართ მგრძნობიარობა მგრძნობიარე
ბუჩქის განვითარება ზომიერი
შინაგანი დაჟეჟილობა მგრძნობიარე
წვრილნაყოფიანობა მგრძნობიარე
მშრალი ნივთიერება 18,4%
თითისტარისებურობა რეზისტენტული
ნემატოდის მიმართ რეზისტენტობა რეზისტენტული: Ro 1; მიმღებიანი: Ro 2/3
კარტოფილის კიბო რეზისტენტული: ფიზიო 1; მიმღებიანი: ფიზიო 2,6,18 
ფიტოფტოროზი ბუჩქზე მიმღებიანი
ფიტოფტოროზი ტუბერზე უმნიშვნელოდ მიმღებიანი
ჩვეულებრივი ქეცი რეზისტენტული
ფხვიერი ქეცი უმნიშვნელოდ მიმღებიანი
ნაოჭა მოზაიკა (Y ვირუსი) ძლიერ მიმღებიანი
ტუბერის ტოლერანტობა Y ვირუსის მიმართ ტოლერანტული

 - გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

  

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე