2,4 დ

2,4 დ დმა წარმოადგენს სელექციური მოქ- მედების სისტემურ ჰერბიციდს ორლებლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიან კულტურებისა და სიმინდის ნათესებში.

მოქმედი ნივთიერება:
720გ/ლ 2, 4 დიმეთილამინი მარილი

პრეპარატული ფორმა: წყალხსნარი

მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია

წარმოშობის ქვეყანა: ავსტრია

შეფუთვა: 10ლ, 1ლ

ფასი

1 ლიტრი - 25 ლარი

10 ლიტრი - 220 ლარი

ხარჯვის ნორმა

კულტურა გამოყენების მეთოდი და ვადები პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა
საშემოდგომო და
საგაზაფხულე ხორბალი,
ქერი, შვრია, ჭვავი
მიმართული შესხურება ვეგე-
ტირებულ სარეველებზე, კულ-
ტურის ბარტყობის ფაზიდან
აღერებამდე

0.8-1.0

200-300

სიმინდი

მიმართული შესხურება ვეგე-
ტირებულ სარეველებზე, კულ-
ტურის 3-5 ფოთლის ფაზაში

1.0-1.2

200-300

 

2,4 დ დმა წარმოადგენს სელექციური მოქმედების სისტემურ ჰერბიციდს ორლებლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიან კულტურებისა და სიმიდის ნათესებში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩათვლით. პრეპარატი ხელს უშლის ფოტოსინტეზის პროცესს და ზღუდავს მცენარის სუნთქვის უნარს, რაც საბოლოოდ განაპირობებს სარეველას დაღუპვას. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილი და ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება.

ჰერბიციდი განკუთვნილია ორნებლიანი სარეველების გასანადგურებლად თავთავიან კულტურებისა და სიმინდის ნათესებში.

პრეპარატი მოქმედებს შემდეგ სარეველებზე:

მაღალმგრძნობიარე სარეველები: მინდვრის მდოგვი, რაფსისი ნაგერალა, ბოლოკურა, ნაცარქათამა, ქუთქუთა, წიწმატურა, გონგოლა, ფუჩფუჩა, ძაღლყურძენა, ამბროზია, ღორის ბირკა, ცერცველა.

საკმარისად მგრძნობიარე სარეველები:

ხვართქლა, ყაყაჩო, სპერგულა, ვარდისფერი ღიჭა, ყვითელი ღიჭა, მზესუმზირა, დანდური, მატიტელა, შვრია, საპონელა.

ნაკლებადმგრძნობიარე სარეველები:

ირაგა, დედოფლისთითა, ყანის ია, ჟუნჟუკო, ბეგიაური, ბებრისკონა, წითელი ჭინჭრისდედა, კესანე, გვირილა, თავცეცხლა, ლემა, ბაია. არ მოქმედებს: შიშველი შვრია, თივაქასრა, საგველა, მელაკუდა, მხოხავი ჭანგა, შვრიუკა.

  

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე