მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.
20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.
ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.
ვირუსი ეს გახლავთ არაუჯრედული ინფექციის გამომწვევი აგენტი, რომელიც ვითარდება მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ვირუსი აზიანებს ყველა ტიპის ცოცხალ ორგანიზმს. ვირუსებს ავრცელებენ გადამტანი ორგანიზმები, როგორიცაა ქვეწარმავლები, სოკოები, მავნებლები. მცენარე შეიძლება, რამოდენიმე ვირუსით ერთდროულად იყოს დაინფიცირებული, ვირუსით დაზიანების სიმპტომები ხშირად ჰგავს აბიოტური ფაქტორებით (სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ირიგაცია) გამოწვეული სტრესის სიმპტომებს, ასევე მინერალური სასუქების დეფიციტის სიმპტომებს, პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების ფიტოტოქსიკურობის ნიშნებს.
ხშირად დავირუსებულ მცენარეს უვითარდება ქლოროზი, რომელიც გამოწვეულია ფოტოსინთეზის არასრულყოფილი მიმდინარეობის პროცესით, ვირუსი იწვევს ქლოროპლასტების წარმოშობის შეფერხებას მცენარეში, რის შედეგადაც ჩნდება ნათელი წერტილები ფოთლებზე, რომელზეც კვლევის შედეგად 250-ჯერ მეტი ვირუსული ნაწილი, ვიდრე ფოთლის მწვანე ნაწილში.
პომიდვრის მოზაიკა TOMV, TOMATO MOSAIC TOBAMOVIRUS
ამ ვირუსის გამომწვევია ტობამოვირუსი, ყველაზე უმცირესი ეპიდერმისის დაზიანება ამ ვირუსით, იწვევს ვირუსის მოხვედრას მცენარეში, ის ნელ-ნელა გადაადგილდება ქსოვილიდან ქსოვილში ფოთლის ფარგლებში, იჭრება ფლოემაში, შემდეგ გადადის ნაყოფში, სხვა ფოთლებში და შემდეგ ფესვებში. თუ დაინფიცირება მოხდა ფესვიდან, ამ შემთხვევაში 30 დღე სჭირდება მის გადადგილებას სხვა ორგანოებში.
ვეგეტაციის შუა პერიოდში დაინფიცირებისას იმატებს დეფორმირებული და დაზიანებული ნაყოფები. დაინფიცირების წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა ინვენტარი, ნარჩენები, სადაც ვირუსი ცოცხლობს თითქმის 2 წელი, სარეველები და ასევე პომიდვრის წვენი. დღეისათვის თანამედროვე კომპანიები ცდილობენ ვირუს გამძლე ჰიბრიდების შექმნას და ალბათობა იმისა რომ თესლიდან შეყვეს მცენარეს ვირუსი ნულია.
პირველი ნიშნები პომიდვრის დაინფიცირების არის ფოთლის სიხუჭუჭე, ხოლო უფრო მოგვიანებით ვითარდება ქლოროზი და ყვითელი მოზაიკა, რომელიც ვითარდება მხოლოდ ახალგაზრდა ფოთლებზე. შემდეგ ფოთლები იხვევა, ნაყოფი რჩება პატარა და არათანაბრად მწიფდება.
30 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურის შემთხვევაში იზრდება დანეკროზებული ნაყოფების რაოდენობა. ვირუსით მასიური დაინფიცირება იწვევს მოსავლის 70% დაკარგვას.
პომიდვრის ფოთლების სიხუჭუჭე
TYLCV TOMATO YELLOW LEAF CURL VIRUS
ეს ვირუსი პირველად იდენტიფიცირებულ იქნა ისრაელში 1964 წელს, შემდეგ უკვე უზბეკეთში და უკრაინაში. ეს ვირუსული დაავადება განსაკუთრებით საშიშია თუ მცენარე ადრეულ პერიოდში დაინფიცირდა, ამ შემთხვევაში მცენარე ანელებს ზრდას და არ ინვითარებს ნაყოფს. ხოლო დიდ მცენარეებში ნაყოფები, რამოდენიმე ხანი მწიფდება და აქვს სასაქონლო სახე.
შემდეგი დაავადების სიმპტომატიკა ვითარდება შემდეგნაირად: ყვავილების გაცვენა, ნაყოფების სიწვრილე. ეს დაავადება ხშირად ეშლებათ სტოლბურ ვირუსში , რადგანაც დაავადებული მცენარე ძალიან იბუჩქება, ფოთლები დეფორმირდება, ფოთლის მხოლოდ ზედა ნაწილში ვითარდება ქლოროზი. ვირუსი არ გადადის მცენარის წვენით და არც თესლით. ვირუსის გადამტანია ფრთათეთრა.
სტოლბური
გამომწვევი: ფიტოპლაზმა Phytoplasma solani (PHLO)
პათოგენის გავრცელება ხდება მავნებელი მწერების მიერ, განსაკუთრებით ჭიჭინობელას (hyalesthes obsoletus) მიერ, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურის მავნებელი, ის იზამთრებს სარეველა მცენარეების ფესვებზე.
სიმპტომები:დაავადებული მცენარეები აჩერებენ ზრდას, ხოლო ზედა ფოთლები ქლოროზდება და რედუცირდება. ფოთლები წვრილდება, მათი კიდეები მაღლა იწევს და ღებულობს იისფერ შეფერილობას. ორმაგი ყვავილსაფარის ნაცვლად ყვავილი მარტივდება, ჯამის ფოთლები ძლიერ ვითარდება. ნაყოფს აქვს გამჭვირვალე იერი, არის აჭრელებული და გახევებული.
რა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, რომ ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელება:
1.ვირუსგამძლე თანამედროვე ჰიბრიდების შერჩევა.
2.ბრძოლა პათოგენის გამავრცელებელ მავნებლებთან.
3.ბრძოლა სარეველებთან
4.დაზიანებული მცენარეების გატანა ნაკვეთიდან.
ვირუსგამძლე ჰიბრიდების შერჩევისა და პომიდვრის მოვლა-მოყვანის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუკავშირდით კომპანია ,,კარტლისის“ სპეციალისტებს.
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო