კვების კომპლექსური მონიტორინგი

 

მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგი წარმოადგენს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწორი დიაგნოზირება გავუწიოთ თუ როგორ ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებს ნიადაგიდან. ეს პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, რათა შეფასდეს რამდენად ეფექტურია ჩვენს მიერ გამოყენებული კვების პროგრამა.

ფესვთა სისტემის სხვადასხვა სიღრმეზე დაყენებული ლიზიმეტრებით ექსტრაგირებული ნიადაგის ხსნარის ანალიზისა და ფოთლების ანალიზით მიღებული შედეგების შედარება, გვაწვდის ინფორმაციას მცენარის რეალურ კვებით საჭიროების შესახებ.

Tab1_img1

მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგის მეთოდი გამოიყენება, რათა უზრუნველყოს საკვები ნივთიერებების ოპტიმალური გამოყენება და მინიმუმამდე დაიყვანოს სასუქების არასწორი (ჭარბი ან ნაკლები რაოდენობით) გამოყენება.

ამგვარი კომპლექსური მონიტორინგი შესაძლებელს ხდის შემუშავდეს სწორი კვების სქემა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ფენოლოგიური განვითარების ციკლის ყველა სტადიისთვის, თითოეული ნიადაგი-მცენარე-წყალი სისტემის გათვალისწინებით.

მიზანი: ანალიზისა და მეცნიერულად მხარდაჭერილი გადაწყვეტილებების საფუძველზე მიიღწიოს ოპტიმალური კვების კონტროლი საკვლევ ფართობზე:

  • სწრაფად შეფასდეს გამოყენებული კვების პროგრამის ეფექტურობა; თავიდან ავიცილოთ საკვები ელემენტების ანტაგონიზმისა და დისბალანსის პრობლემა; დადგინდეს მოცემული ნიადაგისთვის საკვები ელემენტების ხელმისაწვდომი ქიმიური ფორმა.
  • მაღალი ხარისხის პროდუქციის და მაღალი მოსავლის მიღება.
  • შესაძლო ეკონომიკური და ფიზიოლოგიური ზემოქმედების შემცირება.

 

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

 

კარტლისი ესპანური AGQ ლაბორატორიის მხარდაჭერით გთავაზობთ თქვენი კულტურის კვების კომპლექსურ მონიტორინგს, რაც საშუალებას გაძლევთ იცოდეთ მცენარის კვებითი საჭიროება მისი ფენოლოგიური განვითარების ყველა ეტაპზე.

Tab2_img1 

მცენარეთა კომპლექსური მინიტორინგი მიმდინარეობს კულტურის განვითარების ყველა სტადიაზე, შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები კი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თუ როგორ ითვისებს მცენარე საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან.

Tab2_img2

Tab2_img3

ნაკვეთების რაოდენობის მიხედვით, 1-3 ნაკვეთზე კვების კომპლექსური მონიტორინგის დანერგვის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება თითოეულ სავარგულზე შეადგენს 11 328ლ.

სამზე მეტ ნაკვეთზე მომსახურების დანერგვის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 10 856ლ.

შეაფასეთ თქვენ მიერ გამოყენებული კვებისა და სასუქების ეფექტურობა მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგის საშუალებით.

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: [email protected]

 

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე